bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 37
Jeremiah 37
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 36
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 38 →
1
იეჰოიაკიმის ძის ქონიას ნაცვლად გამეფდა ცედეკია იოშიას ძე, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა, დასვა იუდას ქვეყანაში.
2
და არ ისმინეს არც მან და არც მისმა მსახურებმა და არც ქვეყნის მოსახლეობამ უფლის სიტყვები, რომელთაც იერემია წინასწარმეტყველის პირით აცხადებდა.
3
და გაგზავნა მეფე ცედეკიამ იეჰუქალ შელემიას ძე და ცეფანია მაყასეია მღვდლის ძე იერემია წინასწარმეტყველთან, რომ ეთქვათ: შეევედრეო ჩვენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს.
4
იერემია კი მაშინ ჯერ არ იყო დაპატიმრებული და ხალხში თავისუფლად დადიოდა.
5
ამასობაში გამოვიდა ფარაონის ლაშქარი ეგვიპტიდან; და ქალდეველებმა, იერუსალიმს რომ ადგნენ გარს, შეიტყვეს ეს ამბავი და უკუიქცნენ იერუსალიმიდან.
6
და იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველის მიმართ:
7
ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით იუდას მეფეს, რომელიც თქვენ გაგზავნით ჩემთან შესაკითხად: აჰა, ფარაონის ლაშქარი, რომელიც თქვენს დასახმარებლად გამოვიდა, უკანვე დაბრუნდება ეგვიპტეში, თავის ქვეყანაში.
8
და კვლავ მობრუნდებიან ქალდეველნი, ალყაში მოიქცევენ ამ ქალაქს, დაიპყრობენ მას და ცეცხლით დაბუგავენ.
9
ასე ამბობს უფალი: თავს ნუ მოიტყუებთ და ნუ იფიქრებთ, რომ წავლენ აქედან ქალდეველნი, რადგან არ დაგეხსნებიან.
10
რადგან, კიდევაც რომ დაამარცხოთ ქალდეველთა ლაშქარი, რომელიც თქვენ გებრძვით, და დარჩნენ მახვილით დაკოდილი მათი მებრძოლები, ისინი წამოდგებიან თითოეული თავისი კარვიდან და ცეცხლით დაბუგავენ ამ ქალაქს.
11
და როდესაც ქალდეველთა ლაშქარი უკუიქცა იერუსალიმიდან ფარაონის ლაშქრის შიშით,
12
გამოვიდა იერემია იერუსალიმიდან ბენიამინის ქვეყანაში წასასვლელად, რათა იქ დაედო წილი თავის ხალხში.
13
ბენიამინის კარიბჭესთან რომ მივიდა, იქ დახვდა საყარაულოს უფროსი, სახელად ირია, ძე შელემიასი, ძე ხანანიასი, და მან შეიპყრო იერემია წინასწარმეტყველი და უთხრა: ქალდეველებთან აპირებ გაქცევას?
14
და უპასუხა იერემიამ: ტყუილია, მე არ გადავდივარ ქალდეველებთან. მაგრამ ირიამ არ უსმინა მას, დააპატიმრა იერემია და მთავართან მიიყვანა.
15
და განრისხდნენ მთავრები იერემიაზე და სცემეს და საპატიმროში დაამწყვდიეს, იონათან მწიგნობრის სახლში, რადგან საპყრობილედ აქციეს ის.
16
და როცა იერემია შევიდა დილეგის მღვიმეში და იჯდა იქ მრავალი დღე, –
17
კაცი გაგზავნა მეფე ცედეკიამ მასთან და მოაყვანინა; და თავის სახლში მეფე ფარულად შეეკითხა მას: არის რაიმე სიტყვა უფლისაგან? და უპასუხა იერემიამ: არის! და უთხრა: ბაბილონის მეფეს ჩაუვარდებიო ხელთ.
18
უთხრა იერემიამ მეფე ცედეკიას: რა შევცოდე მე შენს წინაშე და შენს მსახურთა წინაშე და ამ ხალხის წინაშე, რომ საპყრობილეში ჩამაგდეთ?
19
სად არიან თქვენი წინასწარმეტყველნი, რომლებიც ასე გიწინასწარმეტყველებდნენ: არ წამოვაო ბაბილონის მეფე თქვენს წინააღმდეგ და ამ ქვეყნის წინააღმდეგო?
20
ახლა კი, მისმინე, მეფე ბატონო, და შეიწყნარე ჩემი ვედრება, და ნუ დამაბრუნებ იონათან მწიგნობრის სახლში, რათა არ მოვკვდე იქ.
21
და ბრძანა მეფე ცედეკიამ და გადასცეს იერემია ზედამხედველებს ყარაულთა ეზოში და აძლევდნენ მას ხაბაზთა რიგიდან დღეში ერთ პურის კვერს, ვიდრე ქალაქში პური მთლად არ გამოილია. და ასე იჯდა იერემია ყარაულთა ეზოში.
← Chapter 36
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 38 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52