bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 40
Jeremiah 40
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 39
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 41 →
1
სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან მას შემდეგ, რაც ნებუზარადან ქონდაქართუხუცესმა, გაათავისუფლა იგი რამადან; როცა გამოიყვანა, ბორკილებდადებული იყო იგი დატყვევებულ სხვა იერუსალიმელებსა და იუდაელებს შორის, რომლებიც ბაბილონში უნდა გადაესახლებინათ.
2
და გამოიყვანა ქონდაქართუხუცესმა იერემია და უთხრა მას: უფალმა, შენმა ღმერთმა, წარმოთქვა ის უბედურება, რაც აქაურობას მოელოდა.
3
და მოაწია და შეასრულა უფალმა, რაც თქვა; რადგან შესცოდეთ თქვენ უფლის წინაშე და არ შეისმინეთ მისი ხმა, და ამიტომაც ჩაცვივდით ამ დღეში.
4
და ახლა, აჰა, დღეს გათავისუფლებ ბორკილებისგან, ხელებზე რომ გადევს; თუ მოინდომებ ჩემთან წამოსვლას ბაბილონში, წამოდი, და მე ვიზრუნებ შენზე. და, თუ არ გსურს ჩემთან წამოსვლა ბაბილონში, დარჩი. აჰა, მთელი ქვეყანა შენს წინაშეა, სადაც გერჩიოს და სწორად მიგაჩნდეს შენი წასვლა, იქ წადი.
5
წასვლის წინ კი ნებუზარადანმა უთხრა: ან დაბრუნდი გედალიასთან, შაფანის ძის ახიკამის ძესთან, რომელსაც ბაბილონის მეფემ იუდას ქალაქები ჩააბარა, და იქ იცხოვრე შენს ხალხში, ან სადაც სწორად მიგაჩნდეს შენი წასვლა, იქ წადი. და მისცა მას ქონდაქართუხუცესმა საგზალი და საჩუქარი და გაისტუმრა.
6
მივიდა იერემია გედალიასთან, ახიკამის ძესთან, მიცფაში და ცხოვრობდა მასთან ერთად ქვეყანაში დარჩენილ ხალხში.
7
და როდესაც გაიგეს ველზე დარჩენილმა ჯარების მხედართმთავრებმა და მათმა კაცებმა, რომ ბაბილონის მეფეს გედალია ახიკამის ძისთვის ჩაუბარებიაო ქვეყანა და ხალხი კაციან ქალიანად და პატარა ბავშვები, და აგრეთვე ქვეყნის ღარიბები, ვინც ტყვედ არ წაიყვანეს ბაბილონში,
8
მივიდნენ გედალიასთან მიცფაში: იშმაყელ ნეთანიას ძე, იოხანანი და იონათანი, კარეახის ძენი, სერაია თანხუმეთის ძე, ნეტოფათელი ეფაის ძენი და იეზანია მაყაქათელის ძე და მათი კაცები.
9
და ასე ეფიცებოდა გედალია, ახიკამ შაფანის ძის ძე, მათ და მათ კაცებს: ნუ შეგაშინებთ ქალდეველთა სამსახური, დასახლდით ქვეყანაში და დაემორჩილეთ ბაბილონის მეფეს; უკეთესი იქნებაო თქვენთვის.
10
ხოლო მე დავრჩები მიცფაში, რომ ვიდგე ქალდეველთა წინაშე, როცა ჩვენთან მოვლენ; თქვენ კი შეაგროვეთ ღვინო და საზაფხულო ხილი და ზეთი, და შეინახეთ თქვენს ჭურჭლებში; და იცხოვრეთ თქვენს ქალაქებში, რომლებიც გიჭირავთ.
11
ასევე ყველა იუდაელმა, რომლებიც მოაბის მიწაზე იყვნენ და ყამონიანებში და ედომში და ყველა სხვა ქვეყანაში, გაიგეს, რომ ბაბილონის მეფემ დატოვა იუდაელთა ნაწილი და რომ გედალია, ძე ახიკამისა, ძისა შაფანისა, დაუნიშნაო განმგებლად.
12
და დაბრუნდა ყველა იუდაელი იმ ქვეყნებიდან, სადაც გაძევებულნი იყვნენ, და მივიდნენ იუდეის ქვეყანაში გედალიასთან, მიცფაში, და შეაგროვეს ძალზე ბევრი ღვინო და საზაფხულო ხილი.
13
და იოხანან კარეახის ძე და ყველა მხედართმთავარი, რომლებიც ველზე იყვნენ, მივიდნენ გედალიასთან მიცფაში
14
და უთხრეს: იცი შენ, რომ ბაყალისმა, ყამონიანთა მეფემ, გამოაგზავნა შენს მოსაკლავად იშმაყელ ნეთანიას ძე? მაგრამ არ დაუჯერა მათ გედალიამ, ახიკამის ძემ.
15
და იოხანან კარეახის ძემ, საიდუმლოდ ასე უთხრა გედალიას მიცფაში: გამიშვი და მოვკლავ იშმაყელს, ნეთანიას ძეს, და კაციშვილი ვერ გაიგებს; რატომ უნდა მოგისწრაფოს სიცოცხლე და დაიფანტოს შენთან შეკრებილი ყველა იუდაელი, და დაიღუპოს იუდეის ნატამალი?
16
და უთხრა გედალიამ, ახიკამის ძემ, იოხანანს, კარეახის ძეს: „ნუ იქმ ამ საქმეს, რადგან სიცრუეს ლაპარაკობ იშმაყელზე.“
← Chapter 39
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 41 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52