bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 2
Jeremiah 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 3 →
1
და იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ ნათქვამი:
2
„წადი და გამოაცხადე იერუსალიმის გასაგონად: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘მე მახსოვს, რომ შენს სიყმაწვილეში საპატარძლოსავით ერთგული იყავი ჩემს მიმართ, უკან რომ მომყვებოდი უდაბნოში, უხნავ-უთესავ მიწაზე.
3
უფლის წმიდა იყო ისრაელი, ნათავარი მისი მოსავლისა; ყოველი მისი მჭამელი დადანაშაულდება, უბედურება ეწევა მათ.’“ – ამბობს უფალი.
4
ისმინეთ უფლის სიტყვა, იაკობის სახლო და ისრაელის სახლის ყველა საგვარეულოვ!
5
ასე ამბობს უფალი: რა უსამართლობა ჰპოვეს თქვენმა მამებმა ჩემში, რომ გამშორდნენ და ამაოებას მიჰყვნენ, და თავადაც ამაოებად იქცნენ?
6
და არც უთქვამთ: სად არისო უფალი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგვიყვანა? უდაბნოში გვატარა, შიშველ და უკაცრიელ მიწაზე, ურწყულ და სიკვდილის აჩრდილთა ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც არავის გაუვლია და სადაც კაცისშვილს არ უცხოვრია.
7
მე მოგიყვანეთ ნაყოფიერ მიწაზე, რათა გეჭამათ მისი ნაყოფი და მისი დოვლათი. თქვენ კი მოხვედით და შებილწეთ ჩემი ქვეყანა და ჩემი სამკვიდრებელი სისაძაგლედ აქციეთ.
8
მღვდლებს არ უკითხავთ, თუ სად არისო უფალი? და ვისაც რჯულის დაცვა ევალებოდა, მან მე არ მიცნო; თქვენი მოძღვრები განმიდგნენ, წინასწარმეტყველნი ბაყალის სახელით ქადაგებდნენ და კერპებს აჰყვნენ.
9
ამიტომ კიდევ შეგედავებით, – ამბობს უფალი, – და თქვენს შვილთაშვილებსაც შევედავები.
10
რადგან, აბა, წადით ქითიმელთა კუნძულებზე და ნახეთ, და კედარში გააგზავნეთ, და ყურადღებით დააკვირდით და ნახეთ თუ სადმე ყოფილა ამის მსგავსი რამ?
11
თუ გაუცვლია რომელიმე ხალხს თავისი ღმერთები? თუმცა ისინი არ არიან ღმერთები. ჩემმა ხალხმა კი კერპებზე გაცვალა თვისი დიდება.
12
გაიკვირვეთ ეს, ცანო, და შეძრწუნდით და შეშფოთდით, – ამბობს უფალი.
13
რადგან ორი ბოროტება ჩაიდინა ჩემმა ერმა: მე – ცოცხალი წყლის წყარო – მიმატოვა და ტბორები დათხარა, დახეთქილი ტბორები, რომლებიც წყალს ვერ იკავებენ.
14
მონაა ისრაელი, თუ ხიზნის ნაშობი, რატომ იქცა იგი ნადავლად?
15
მას დაღრიალებდნენ ლომის ბოკვრები, ბრდღვინავდნენ და უდაბნოდ აქციეს მისი მიწა; მისი ქალაქები გადამწვარია და უკაცური.
16
ნოფელთ და თახფანხესელთაც კი ჩაგიმსხვრიეს კეფა.
17
განა იმის გამო არ დაგემართა ეს, რომ მიატოვე შენი უფალი, შენი ღმერთი, იმ დროს, როდესაც წინ მიგიძღვოდა?
18
მაშ ახლა რად ადგახარ ეგვიპტის გზას? ნილოსის წყლის დალევა გსურს? რა გინდა აშურის გზაზე? ევფრატის წყლის დალევა გსურს?
19
შენი ბოროტება დაგსჯის შენ და შენი განდგომილება გამხილებს შენ. დაფიქრდი და ნახე, რა ცუდია და მწარე, რომ მიატოვე უფალი, შენი ღმერთი, და შიში არ გაქვს ჩემს წინაშე! – ამბობს ცაბაოთ უფალი. –
20
ძველთაგან დავლეწე შენი უღელი, დავწყვიტე შენი აპეურები, და შენ ამბობდი: აღარ მოვემსახურებიო კერპებს, მაგრამ ყოველ მაღალ ბორცვზე და ყოველი ფოთლოვანი ხის ქვეშ მეძაობდი.
21
მე დაგრგე, როგორც რჩეული ვაზი, დაგთესე, როგორც ჭეშმარიტი თესლი, როგორ გადამიჯიშდი და ველურ ლერწად როგორ მექეცი!
22
ამიტომ, კიდევაც რომ გაირეცხო ტუტით და მრავლად იხმარო ნაცარწმული, მაინც ლაქად დარჩება შენი ურჯულოება ჩემს წინაშე! – ამბობს უფალი ღმერთი. –
23
როგორ ამბობ: არ შევბილწულვარო, არ მივლიაო ბაყალის კვალზე? გაიხსენე, რას აკეთებდი ველზე მყოფი, გაიხსენე შენი საქციელი, ატეხილო ფურაქლემო, თავნებად რომ თოხარიკობ!
24
ვინ შეაკავებს უდაბნოს შეჩვეულ კანჯარს, ვნებით ატეხილი რომ გარბის ფრუტუნით? ყოველი მისი მძებნელი არ დაიღლება, მყვირალობისას იპოვის მას.
25
ფეხსაცმელს ნუ შემოიგლეჯ ფიცხელ გზაზე და წყურვილით ყელს ნუ გამოიშრობ! მაგრამ შენ თქვი: იმედი ნუ გექნებაო, რადგან მიყვარსო უცხონი და მათ კვალზე ვივლიო.
26
როგორც ქურდს წაუხდება ნირი, როცა პარვაზე წაასწრებენ, ისე შეირცხვინა თავი ისრაელის სახლმა: მათ, მათმა მეფეებმა, მათმა მთავრებმა, მათმა მღვდლებმა და მათმა წინასწარმეტყველებმა,
27
ხეს რომ მიმართავენ: შენ მამა ხარო ჩემი! და ქვას – შენ მშობეო მე! რადგან ზურგი მომაქციეს მე და არა სახე, ხოლო თავიანთი უბედურების ჟამს მეტყვიან: ადექი და გვიხსენიო ჩვენ!
28
სად არიან თქვენი ღმერთები, თქვენთვის რომ გაიკეთეთ? ადგნენ, აბა, თუ გიხსნიან შენი უბედურების ჟამს, რადგან რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს შენ, იუდავ!
29
რატომღა მედავებით? თქვენ ხომ ყველანი გამიდექით მე, – ამბობს უფალი. –
30
ამაოდ ვგვემდი თქვენს ძეთ, ჭკუა ვერ ისწავლეს. თქვენმა მახვილმა შეჭამა თქვენი წინასწარმეტყველნი, როგორც გამანადგურებელმა ლომმა.
31
ბოროტო მოდგმავ, შეიგონე უფლის სიტყვა: განა უდაბნო ვიყავი ისრაელისათვის? განა წყვდიადის ქვეყანა ვიყავი? რატომ ამბობს ჩემი ერი: თავისუფლები ვართ, შენთან აღარ მოვალთო?
32
განა დაივიწყებს ქალწული თავის სამკაულებს? ან პატარძალი – თავის მორთულობას? ჩემმა ხალხმა კი რახანია დამივიწყა მე.
33
რა ოსტატურად მართავ შენს გზებს სიყვარულის ძიებაში! და საამისოდ დანაშაულებანიც კი მიაჩვიე შენს გზებს!
34
შენი კაბის კალთებსაც კი ამჩნევია უდანაშაულო ღატაკთა სულების სისხლი, რომლებსაც თავზე არ წასდგომიხარ კედლის გამოთხრისას, მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა,
35
შენ მაინც ამბობ: უდანაშაულო ვარ და უეჭველად ამცდებაო მისი რისხვა! მაგრამ აჰა, მე გაგასამართლებ, რომ ამბობ: არ შემიცოდავსო.
36
რას დაეხეტები და იცვლი გზებს? ეგვიპტისგანაც ისე შერცხვები, როგორც აშურისაგან შერცხვი.
37
იქიდანაც გამოხვალ თავში ცემით, რადგან უარყო უფალმა შენი იმედები და ვერაფერს გამორჩები მათ.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52