bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 7
Jeremiah 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 8 →
1
უფლის სიტყვა, თქმული იერემიას მიმართ:
2
დადექი უფლის ტაძრის კარიბჭეში და აუწყე იქ ეს სიტყვა, და თქვი: ისმინეთ უფლის სიტყვა, იუდაელნო, უფლის სათაყვანებლად ამ კარიბჭეებში შემომსვლელნო.
3
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: გამოასწორეთ თქვენი გზები და საქმენი, და მე დაგამკვიდრებთ ამ ადგილას.
4
ნუ დანდობილხართ ცრუ სიტყვებს: აი ის, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარი არისო!
5
მაგრამ თუ გამოასწორებთ თქვენს გზებსა და თქვენს საქმეებს, თუ სამართალს გააჩენთ კაცსა და მის მოყვასს შორის,
6
თუ მწირსა და ქვრივ-ობლებს არ დაჩაგრავთ, და უდანაშაულო სისხლს არ დაღვრით ამ ადგილზე და, თუ უცხო ღმერთებს არ გამოედევნებით თქვენს სავალალოდ,
7
მაშინ დაგამკვიდრებთ ამ ადგილას, ამ ქვეყანაში, რომელიც მე მივეცი თქვენს მამებს სამარადისოდ.
8
თქვენ კი დანდობილხართ ცრუ სიტყვებს, რომლებიც არაფერს მოგიტანენ.
9
იპარავთ, კლავთ, მრუშობთ, ცილფიცულობთ, ბაყალს უკმევთ და სხვა ღმერთებს აჰყოლიხართ, რომელთაც არ იცნობდით.
10
მერე კი მოდიხართ და დგებით ჩემს წინაშე ამ სახლში, ჩემი სახელით რომ იწოდება, და ამბობთ: გადავრჩითო! და კვლავ აკეთებთ ყველა ამ სისაძაგლეს.
11
ავაზაკთა ბუნაგი ხომ არ გგონიათ ეს სახლი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება? აჰა, მე ვხედავ, რომ ასეა, – ამბობს უფალი.
12
წადით შილოში, იქ, სადაც პირველად დავავანე ჩემი სახელი, და ნახეთ, რა ვუყავი მას ჩემი ერის, ისრაელის, ბოროტების გამო.
13
ახლა კი, რადგან თქვენ ყოველივე ამას აკეთებთ, – ამბობს უფალი, – თუმცა კი მე გეუბნებოდით განთიადიდან, გელაპარაკებოდით და არ გესმოდათ, გიხმობდით და არ მაგონებდით, –
14
ისევე მოვექცევი სახლს, რომელიც ჩემი სახელით იწოდება და რომელზეც თქვენა ხართ დანდობილნი, და იმ ადგილს, რომელიც მოგეცით თქვენ და თქვენს მამებს, როგორც მოვექეცი შილოს.
15
და მოგისვრით ჩემს თვალთაგან, როგორც მოვისროლე ყველა შენი ძმა, ეფრემის მთელი მოდგმა.
16
შენ კი, ნუ ილოცებ ამ ხალხისათვის, ნუ იტირებ მათთვის, ნუ აამაღლებ ვედრებასა და ლოცვას, ნუ შემეხვეწები, რადგან მე არ მოგისმენ შენ.
17
განა ვერ ხედავ, რას აკეთებენ ისინი იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში?
18
შვილები შეშას აგროვებენ, მამები ცეცხლს აჩაღებენ; ქალები ცომს ზელენ ცის დედოფლისთვის კოტორების გამოსაცხობად; საღვრელს უღვრიან სხვა ღმერთებს ჩემს გასაბოროტებლად.
19
მაგრამ განა მე მაგულისებენ ისინი, – ამბობს უფალი, – უფრო თავის თავს არცხვენენ.
20
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ჩემი რისხვა და ჩემი გულისწყრომა გადმოინთხევა ამ ადგილზე, კაცსა და პირუტყვზე, ველის ხეებზე და მიწის ჭირნახულზე; გაღვივდება და არ ჩაქრება.
21
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თქვენი სრულადდასაწველები დაუმატეთ თქვენს მსხვერპლებს და ჭამეთ ხორცი,
22
რადგან მე არაფერი მითქვამს თქვენი მამებისათვის, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამომყავდა, და არ მომითხოვია მათთვის სრულადდასაწველი და მსხვერპლები;
23
მხოლოდ ეს ვუბრძანე მათ: გაიგონეთ ჩემი სიტყვა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი და თქვენ იქნებით ჩემი ერი, და ივლით ყველა იმ გზით, რომელსაც გიბრძანებთ, რომ სიკეთეს ეწიოთ.
24
მაგრამ მათ არ გაიგონეს და ყურიც არ შეიბერტყეს; თავისი ჭკუით ცხოვრობდნენ და თავიანთი ბოროტი გულისთქმით; და პირი უკუღმა ქნეს ჩემგან.
25
იმ დღიდან, რაც თქვენი მამები გამოვიდნენ ეგვიპტის ქვეყნიდან, დღემდე გიგზავნიდით ჩემს მსახურთ – წინასწარმეტყველთ; დღენიადაგ გიგზავნიდით დილაადრიან,
26
მაგრამ არ მისმინეს მე და არ დამიგდეს ყური, ქედი გაიფიცხეს და თავიანთ მამებზე უარესად იქცეოდნენ.
27
შენ კი ეტყვი მათ ყველა ამ სიტყვას, მაგრამ არ მოგისმენენ; მოუხმობ, მაგრამ და არ გიპასუხებენ.
28
უთხარი მათ: ესაა ხალხი, რომელმაც არ ისმინა უფლის, თავისი ღმერთის, ხმა და არ მიიღო დარიგება; დაკარგა ჭეშმარიტება, ამოიკვეთა იგი მათი ბაგეებიდან.
29
მოიკვეცე დალალები და გადაყარე, გოდება მოფინე არემარეს, რადგან უფალმა უარყო და დატოვა ეს მოდგმა, რომელმაც განარისხა იგი.
30
რადგან იუდაელნი ბოროტად იქცევიან ჩემს თვალწინ, – ამბობს უფალი, – თავიანთი სისაძაგლეები დააწყვეს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რათა შებილწონ იგი,
31
და ააგეს თოფეთის მაღლობი ბენ-ჰინომის ველზე, რათა ცეცხლში დაწვან თავიანთი ძენი და ასულნი, რაც არ მიბრძანებია და არც გულში გამივლია.
32
ამიტომ დადგება დღე, – ამბობს უფალი, – და აღარ ეტყვიან ამ ადგილს თოფეთს და ბენ-ჰინომის ველს, არამედ სასაკლაო ველს; და თოფეთში მკვდრების დასამარხი ადგილი გაჭირდება.
33
და ეყრება ამ ხალხის გვამები ცის ფრინველთა და ველის მხეცთა საჯიჯგნად, კაცი აღარ იქნება მათი მომგერიებელი.
34
და შევწყვეტ მე იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში მხიარულების ხმას და ლხინის ხმას, ნეფის ხმასა და საპატარძლოს ხმას, რადგან უდაბნოდ იქცევა ეს ქვეყანა.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52