bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 6
Jeremiah 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 7 →
1
გაიქეცით, ბენიამინის ძენო, იერუსალიმიდან, და თეკოაყში ჰკარით ბუკს, ბეთ-ჰაქერემს კოცონით ანიშნეთ, რადგან უბედურება და დიდი დაღუპვა მოდის ჩრდილოეთიდან.
2
შევადრი სიონის ასულს მშვენიერ საძოვარს.
3
მწყემსები მოვლენ მასთან და მორეკავენ ფარებს, გაშლიან მის ირგვლივ კარვებს და თითოეული თავის საძოვარზე დამწყესავს.
4
მოემზადეთ მასთან საომრად; ადექით და ავიდეთ შუადღისას. ვაი ჩვენ, რადგან მიილია დღე, წაგრძელდა საღამოს ჩრდილები.
5
ადექით და ავიდეთ ღამით და გავანადგუროთ მისი დარბაზები!
6
რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: გაჩეხეთ მისი ხეები და გააკეთეთ იერუსალიმის წინ მიწაყრილი, ეს ქალაქი უნდა დაისაჯოს – ძალადობით სავსეა იგი.
7
როგორც წყაროს ნაკადი ამოხეთქავს წყალს, ისე ამოანთხევს ის თავის ბოროტებას, ძარცვისა და ძალადობის ხმა ისმის იქ, ჩემს წინაშე მუდამ სნეულებაა და ჭრილობები.
8
გონთ მოდი, იერუსალიმ, რომ არ განგიდგეს ჩემი სული, უდაბურ და უკაცრიელ ქვეყნად რომ არ გაქციო.
9
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ვენახივით მოიმცვრევენ ისრაელის ნარჩენს; გაიწოდე ხელი ვაზისაკენ, როგორც ყურძნის მკრეფავი იწვდის გოდრისაკენ.
10
ვის ველაპარაკო? ვინ გავაფრთხილო, რომ მოისმინოს? აჰა, წინადაუცვეთელია მათი ყური და არ შეუძლია გაგონება. აჰა, უფლის სიტყვა სამასხროდ ჰქონდათ მათ, არ სიამოვნებდათ.
11
სავსე ვარ უფლის რისხვით, ვეღარ ვიტევ! გადმოანთხიე იგი ქუჩაში ყმაწვილებზე და ერთად თავშეყრილ ჭაბუკებზე, რადგან ქმარსაც ცოლთან ერთად შეიპყრობენ და ჭარმაგს – ხანდაზმულთან ერთად.
12
და მათი სახლები სხვებს დარჩებათ, ასევე მათი ცოლები და ყანები, რადგან მე ხელს გავიწვდი ამ ქვეყნის მცხოვრებლებზე, – ამბობს უფალი.
13
რადგან დიდიან-პატარიანად ყველა ანგარებით არის შეპყრობილი და წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა სიცრუის მოქმედია.
14
ჩემი ხალხის ჭრილობებს კი ზერელედ კურნავენ, რომ ამბობენ: მშვიდობაა! მშვიდობააო! მაგრამ არ არის მშვიდობა.
15
რცხვენიათ კი მათ, როცა სისაძაგლეს აკეთებენ? სრულიადაც არა და არც წითლდებიან, ამიტომ დაეცემიან ისინი დაცემულთა შორის. წაიფორხილებენ, როცა დავსჯი მათ, – ამბობს უფალი.
16
ასე ამბობს უფალი: შეჩერდით გზებზე და მიმოიხედეთ, და იკითხეთ ძველი ბილიკები, რომელი გზაა უკეთესი, და იარეთ მასზე და შვებას მოუპოვებთ თქვენს სულებს. მაგრამ მათ თქვეს: არ ვივლითო.
17
მცველები დავუყენე მე მათ და ვუთხარი: ყური დაუგდეთ-მეთქი ბუკის ხმას! მაგრამ მათ თქვეს: არ მოვუსმენთო.
18
ამიტომ ისმინეთ, ხალხებო, და იცოდე, საზოგადოებავ, რაც მოუვა მათ.
19
ისმინე, დედამიწავ: აჰა, მე მომაქვს უბედურება ამ ხალხებისთვის, ნაყოფი მათი ზრახვებისა, რადგან ჩემს სიტყვებს არ მოუსმინეს და ჩემი რჯული მოიძულეს.
20
რად მინდა მე გუნდრუკი, შებადან რომ მოაქვთ, და სურნელოვანი ლერწამი შორეული ქვეყნიდან? თქვენი სრულადდასაწველი მიუღებელია ჩემთვის და თქვენი მსხვერპლები უამური.
21
ამიტომაც ასე ამბობს უფალი: აჰა, მე ამ ხალხს ფეხწამოსაკრავებს ვუწყობ წინ და დაბრკოლდებიან მათზე მამები და შვილები ერთად, მეზობელი და მისი მოყვასი, ფეხს წამოჰკრავენ და დაიღუპებიან.
22
ასე ამბობს უფალი: აჰა, ხალხი მოდის ჩრდილოეთის ქვეყნიდან და დიდი ერი აღიძვრის ქვეყნის კიდეებიდან.
23
მშვილდი და შუბი უჭირავთ მათ; სასტიკნი არიან და დაუნდობელნი, მათი ხმა აბობოქრებული ზღვასავითაა; ცხენებზე ამხედრებული მოდიან; როგორც ერთი, ყველა მზადაა შენთან საომრად, სიონის ასულო.
24
მათი ამბავი მოგვესმა და მკლავები ჩამოგვცვივდა, ტანჯვებმა შეგვიპყრეს, როგორც ქალი მშობიარობის ტკივილებმა.
25
ველად ნუ გახვალთ და გზას ნუ დაადგებით, რადგან მტრის მახვილს საშინელება მოაქვს ყოველი მხრიდან.
26
ჩემი ერის ასულო, შემოირტყი ძაძა და ნაცარი გადაიყარე თავზე; იგლოვე, თითქოს დედისერთა მოგკვდომოდეს, მწარედ ატირდი, რადგან უეცრივ დაგვეცემა შემმუსვრელი.
27
გამომკვლევად განგაწესე ჩემს ერში, რათა გცოდნოდა მათი გზები და გამოგეკვლია.
28
ყველანი ჯიუტი განდგომილნი არიან, ცილისწამებით მცხოვრებნი; ბრინჯაო და რკინა, ყველა წარწყმედილია.
29
ქშინავს საბერველი, ტყვია ჩაიკარგა ცეცხლში; ამაოდ ადნობდა მქანდაკებელი, რადგან მათი უკეთურება არ დადნა.
30
გამოუხურვებელ ვერცხლს დაარქმევენ მათ, რადგან უფალმა უარყო ისინი.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52