bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 35
Jeremiah 35
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 34
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 36 →
1
სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის დღეებში:
2
წადი რექაბელთა სახლში და დაელაპარაკე მათ, და მოიყვანე ისინი უფლის სახლში, ერთ-ერთ სენაკში, და ასვი მათ ღვინო.
3
და წავიყვანე მე იააზანია, ძე იერემიასი, ძისა ხაბაცინიასი, მისი ძმა, და მისი ყველა ძე და რექაბელთა მთელი სახლი.
4
და მივიყვანე ისინი უფლის სახლში, ღვთისკაცის, ხანან იგდალიას ძეთა სენაკში, რომელიც მთავართა სენაკის გვერდით იყო, მაყასეიას, შალუმის ძის – ზღურბლის დარაჯის – სენაკს ზემოთ.
5
და დავაწყვე რექაბელთა სახლის ძეთა წინ ღვინით სავსე თასები და ფიალები, და ვუთხარი მათ: შესვით ღვინო.
6
მათ თქვეს: ჩვენ არ ვსვამთ ღვინოს, რადგან იონადაბმა, რექაბის ძემ, ჩვენმა მამამ, გვიბრძანა: ღვინო არა სვათ არც თქვენ და არც თქვენმა შვილებმაო საუკუნოდ.
7
სახლები არ აშენოთო, მარცვალი არ თესოთო და ვაზი არ ჩაყაროთო; და არც არაფერი იქონიოთო; მხოლოდ კარვებში იცხოვრეთ მთელი თქვენი დღე და მოსწრება, რათა დიდხანს გაძლოთ მიწაზე, სადაც თქვენა ხიზნობთო.
8
და გავუგონეთ იონადაბის, რექაბის ძის, ჩვენი მამის, ხმას – ყოველივეს, რაც მან გვიანდერძა, რომ არა ვსვათ ღვინო მთელი ჩვენი დღე და მოსწრება, არც ჩვენ, არც ჩვენმა ცოლებმა, არც ჩვენმა ძეებმა და არც ჩვენმა ასულებმა, –
9
და რომ არ უნდა ავიშენოთ სახლები საცხოვრებლად, და არა გვაქვს ვენახები, არც მინდორი და არც ხვნა-თესვას ვეწევით;
10
ვცხოვრობთ კარვებში, და ვემორჩილებით იონადაბს, ჩვენს მამას, და ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც მან გვიანდერძა.
11
მაგრამ როცა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ამ ქვეყანას მოადგა, ჩვენ ვთქვით: მოდით, წავიდეთ იერუსალიმში, ვინაიდან უნდა გავექცეთ ქალდეველთა და არამელთა ლაშქარს. და, აჰა, ჩვენ ვცხოვრობთ იერუსალიმში.
12
და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ:
13
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: წადი და უთხარი იუდას კაცებს და იერუსალიმის მკვიდრთ: ნუთუ არ მიიღებთ ჩემს დარიგებას და არ გაიგონებთ ჩემს სიტყვებს? – ამბობს უფალი.
14
იონადაბის, რექაბის ძის, სიტყვები, რომელმაც უბრძანა თავის ძეთ, არა სვათო ღვინო, სრულდება, და არ სვამენ ღვინოს, რადგან შეისმინეს თავიანთი მამის ბრძანება. მაგრამ რასაც მე ყოველ ცისმარე გეუბნებოდით, არ მისმენდით.
15
მე გიგზავნიდით ყველა ჩემს მსახურთ – წინასწარმეტყველთ – და გითვლიდით: მოიქცეს ყოველი კაცი თავისი ბოროტი გზიდან, გამოისწორეთ საქციელი, ნუ მიჰყვებით უცხო ღმერთებს, ნუ ემსახურებით მათ, და იცხოვრებთ-მეთქი ამ მიწაზე, რომელიც მე მოგეცით თქვენა და თქვენს მამებს, მაგრამ ყური არ შეიბერტყეთ და არ მომისმინეთ.
16
ხომ შეასრულეს იონადაბ რექაბის ძის ძეთ თავიანთი მამის ბრძანება, რაც უბრძანა მათ, ამ ხალხს კი არ უნდა, რომ მომისმინოს.
17
ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა: აჰა, მე მოვაწევ იუდასა და იერუსალიმის ყოველ მცხოვრებზე ყველა იმ უბედურებას, რითაც მათ დავემუქრე, რადგან ვეუბნებოდი მათ და არ მისმენდნენ, მოვუხმობდი მათ და პასუხი არ იყო.
18
და უთხრა რექაბელთა სახლს იერემიამ: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა: იმის გამო, რომ დაემორჩილეთ იონადაბის, თქვენი მამის, ანდერძს და იცავთ მის ყველა მცნებას, და ასრულებთ ყოველივეს ისე, როგორც მან გიანდერძათ,
19
ამიტომაც ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: „არასოდეს გაქრება იონადაბ რექაბის ძის მოდგმა ჩემს წინაშე.“
← Chapter 34
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 36 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52