bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 49
Jeremiah 49
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 48
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 50 →
1
და ამბობს უფალი ყამონელებზე: განა არა ჰყავს ძენი ისრაელს? განა არა ჰყავს მემკვიდრე? რატომ დაიმკვიდრა მალქომმა გადი? მისი ხალხი რატომ ცხოვრობს მის ქალაქებში?
2
ამიტომაც, აჰა, მოდის დღეები, – ამბობს უფალი, – როცა რაბაში ყამონელთა ძენი გაიგონებენ ბრძოლის განგაშს, და ის ნანგრევების გროვად იქცევა, და მისი შემოგარენი ცეცხლში დაიწვება; და დაიმკვიდრებს ისრაელი თავის სამკვიდრებელს! – ამბობს უფალი.
3
მოთქვამდე, ხეშბონ! რადგან გაუდაბურდა ღაი; კიოდეთ, რაბას ასულნო, ჩაიცვით ძაძები, დაიტირეთ და იხეტიალეთ კედლებს შორის, რადგან მალქომი ტყვეობაში წავა თავის ქურუმებთან და მთავრებთან ერთად.
4
რას ტრაბახობ შენი ხეობებით? სისხლისგან დაიცლება შენი ხეობა, განდგომილო ასულო, შენი საგანძურის იმედით რომ გაიძახი: ვინ გამიბედავს, რომ გამომიხდესო?
5
აჰა, შიშის ზარს დაგცემ, – ამბობს უფალი ცაბაოთ ღმერთი, – ყოველი მხრიდან და გაძევებული იქნებით სათითაოდ და ვეღარავინ შემოგკრებთ გზადაკარგულთ.
6
და ამის შემდეგ დავაბრუნებ ყამონელთ ტყვეობიდან! – ამბობს უფალი.
7
და ამბობს ცაბაოთ უფალი ედომზე: ნუთუ აღარ არის სიბრძნე თემანში? ნუთუ გაქრა გონიერთა რჩევა? და დაჩლუნგდა მათი სიბრძნე?
8
გაიქეცით, პირი იბრუნეთ, მღვიმეებში შეიხიზნეთ, დედანის მკვიდრნო! რადგან მოვაწიე ესავზე მისი დაღუპვა, ჟამი, როცა განვიკითხავ მას.
9
მერთვლეებიც რომ შემოგსეოდნენ, ისინიც კი დაგიტოვებდნენ მოსამცვრევ კუფხლებს, ქურდები ღამით მხოლოდ თავის სამყოფს გაიტაცებდნენ.
10
მე კი დედიშობილად დავტოვებ ესავს, გამოვაჩენ მის საიდუმლო თავშესაფარს და ვეღარ შეძლებს დამალვას. განადგურდება მისი მოდგმა, მისი ძმებისაც და მეზობლებისაც. და აღარ იქნება იგი.
11
დატოვე შენი ობოლნი და მე ვარჩენ მათ, და შენი ქვრივნი მომენდონ მე.
12
რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, რომელთა განაჩენიც არ იყო ამ თასის შესმა, აუცილებლად შესვამენ და შენ გინდა დაუსჯელი დარჩე? დაუსჯელი არ დარჩები, რადგან უეჭველად შესვამ მას.
13
რადგან ჩემს თავს ვიფიცებ, – ამბობს უფალი, – რომ შესაზარი, სამარცხვინო, უკაცრიელი და შესაჩვენებელი გახდება ბოცრა, ხოლო ყოველი მისი დაბა-სოფელი – მარადიული უდაბნო.
14
ამბავი მესმა უფლისაგან და მაცნეები აუწყებენ ხალხებს: შეიკრიბეთ და შეუტიეთ მას, და აღდექით საომრად!
15
რადგან, აჰა, მე დაგამცრობ ხალხებში და საძულველად გაგხდი ადამის მოდგმაში;
16
გაცდუნა შენ შენმა კერპმა, შენი გულის ზვიადობამ; კლდის ნაპრალებში რომ დამკვიდრებულხარ და მთის მწვერვალებზე. ორბივით მაღლაც რომ მოიწყო ბუდე, იქიდანაც გადმოგაგდებ, – ამბობს უფალი.
17
და იქცევა ედომი საშინელებად და ყოველი იქ გამვლელი გაოცდება, და დაუსტვენს ყველა, ვინც შეხედავს მის წყლულებს.
18
როგორც სოდომი და გომორა და მისი მეზობელი დაბები დაიქცა, – ამბობს უფალი, – ასევე კაციშვილი აღარ დარჩება ედომში და აღარც არავინ დასახლდება.
19
აჰა, როგორც ლომი ამოდის იორდანეს უღრანებიდან და დაეცემა გამაგრებულ ქოხებს, ისე მოიწევს ის, მაგრამ მე წამში გავაქცევ მას ედომიდან და ჩემს რჩეულს დავადგენ მასზე. რადგან ვინაა ჩემი მსგავსი და ვინ დამიწესებს მე ჟამს და ვინ არის ის მწყემსი, ვინც წინ დამიდგება?
20
ამიტომ ისმინეთ უფლის განაჩენი, რაც ედომს გაუჩინა და მისი განზრახვა, რაც თემანზე განიზრახა: ნახეთ, თუ არ წაათრიონ ისინი მწყემსის ბიჭებმა, თუ თავზე არ დაუმხონ ფარეხები!
21
მათი დაცემის ხმა მიწას შეარყევს, მათი კივილი მეწამულ ზღვას მისწვდება.
22
აჰა, ორბივით აიწევა და გაფრინდება, და გადმოშლის ფრთებს ბოცრაზე. და იმ დღეს ედომის მამაცთა გული დაემსგავსება მშობიარე ქალის გულს.
23
დამასკოზე. შერცხვებიან ხამათი და არფადი, რადგან ავი ამბები მოისმინეს და სულით დაეცნენ, კიჟინაა ზღვაზე, ვერ დამშვიდებულან.
24
შედრკა დამასკო, გასაქცევადაა, ძრწოლამ შეიპყრო იგი, ტკივილმა და კრუნჩხვებმა დაუარეს მშობიარე ქალივით.
25
როგორ ვერ გადარჩა დიდების ქალაქი, საყვარელი ჩემი?
26
ამიტომ დაეცემიან მისი ჭაბუკნი მის მოედნებზე და ყველა მებრძოლი დაეცემა იმ დღეს, – ამბობს ცაბაოთ უფალი.
27
და ცეცხლს მივცემ დამასკოს კედლებს და შეჭამს იგი ბენ-ჰადადის პალატებს.
28
კედარისა და ხაცორის სამეფოებზე, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაამხო, ასე ამბობს უფალი: ადექით, გაილაშქრეთ კედარზე და მოსრენით აღმოსავლეთის ძენი.
29
წაიღებენ მათ კარვებსა და მათ ფარებს გაირეკავენ ისინი. მათ ფარდებს და მთელ მათ ჭურჭელს და მათ აქლემებს წაიღებენ და დასძახებენ მათ: საშინელებაა ყოველი მხრიდან!
30
გაიქეცით, შორს წადით, ღრმად ჩასხედით ნაპრალებში, ხაცორის მკვიდრნო, – ამბობს უფალი, – რადგან განაჩენი გამოგიტანათ ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, და ავი განზრახვა განიზრახა თქვენზე.
31
ადექით, დალაშქრეთ უზრუნველი, უსაფრთხოდ მცხოვრებ ხალხზე, – ამბობს უფალი. – არც კარები უბიათ და არც რაზა-კოჭატი ადევთ მათ ბინებს, განმარტოებით სახლობენ.
32
გაძარცვავენ მათს აქლემებს და მათი ურიცხვი საქონელი ნადავლად იქცევა. ოთხივ ქარისაკენ გავფანტავ ამ საფეთქლებაპარსულთ, და ყოველი მხრიდან მოვაწევ მათზე დაღუპვას, – ამბობს უფალი.
33
და იქცევა ხაცორი ტურების ბუნაგად, საუკუნო უდაბნოდ; კაციშვილი არ იცხოვრებს იქ და ადამიანი აღარ დასახლდება მასში.
34
უფლის სიტყვა ყელამზე, იერემიას მიმართ თქმული, იუდეის მეფე ცედეკიას, მეფობის დასაწყისში:
35
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, მე გადავტეხავ ყელამის მშვილდს, მათი ძლიერების დასაბამს.
36
და მოვაწევ ყელამზე ოთხ ქარს ცის ოთხი კიდიდან და გავფანტავ ყელამს ყველა ამ ოთხი ქარით, და არ იქნება ხალხი, რომელთანაც არ მივა ყელამელი მწირი.
37
და შიშს დავცემ მე ყელამელთ მათი მტრების თვალწინ და მათი სულის მაძიებელთა თვალწინ, და თავს დავატეხ მათ უბედურებასა და ჩემს მძვინვარებას, – ამბობს უფალი, – და დავადევნებ მათ უკან მახვილს, სანამ არ მოვუღებ ბოლოს.
38
და დავდგამ ჩემს ტახტს ყელამში და მოვსპობ იქიდან მეფესა და მთავრებს, – ამბობს უფალი.
39
მაგრამ ბოლოს დავაბრუნებ ყელამს ტყვეობიდან, – ამბობს უფალი.
← Chapter 48
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 50 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52