bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 38
Jeremiah 38
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 37
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 39 →
1
და მოისმინეს შეფატია მათანის ძემ, გედალია ფაშხურის ძემ, იუქალ შელემიას ძემ და ფაშხურ მალქიას ძემ ის სიტყვები, რომელთაც იერემია ეუბნებოდა მთელ ერს:
2
ასე ამბობს უფალი: ვინც ამ ქალაქში დარჩებიან, მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით გაწყდებიანო, და ვინც ქალდეველებთან გადავა, ცოცხალი გადარჩება, და თავისი სული ექნება მას ნადავლად და იცოცხლებსო.
3
ასე ამბობს უფალი: აუცილებლად ჩაუვარდებაო ეს ქალაქი ბაბილონის მეფის ლაშქარს ხელში და ისინი დაიპყრობენო მას.
4
და უთხრეს მთავრებმა მეფეს: სიკვდილით უნდა დაისაჯოს ეს კაცი, რადგან ის ძალას აცლის ამ ქალაქში დარჩენილ მებრძოლთა და მთელი ერის მკლავებს ამგვარი ლაპარაკით, რადგან ეს კაცი მშვიდობას კი არ ეძებს ამ ხალხისათვის, არამედ უბედურებას.
5
და თქვა მეფე ცედეკიამ: აჰა, თქვენს ხელთაა იგი, რადგან მეფე უძლურია თქვენს წინაშე.
6
და წაიყვანეს იერემია და ჩააგდეს მალქია უფლისწულის დილეგში, რომელიც ყარაულთა ეზოში იყო, და საბელებით ჩაუშვეს იერემია ჭაში. ჭაში კი წყალი არ იყო, არამედ შლამი. და ჩაეფლო იერემია შლამში.
7
გაიგო ყებედ-მელექმა, ქუშელმა საჭურისმა, რომელიც მეფის სასახლეში იყო, რომ დილეგში ჩააგდეს იერემია; მეფე კი ბენიამინის კარიბჭეში იჯდა.
8
გამოვიდა ყებედ-მელექი მეფის სასახლიდან და ასე უთხრა მეფეს:
9
მეფე-ბატონო, ამ კაცებმა დიდი ბოროტება ჩაიდინეს იერემია წინასწარმეტყველის წინაშე, რომელიც დილეგში ჩააგდეს. იქ ხომ შიმშილით მოკვდება, რადგან პური აღარაა ქალაქში.
10
და უბრძანა მეფემ ქუშელ ყებედ-მელექს: წაიყოლე 30 კაცი აქედან და ამოიყვანე იერემია წინასწარმეტყველი დილეგიდან, ვიდრე არ მომკვდარა.
11
და წაიყვანა ყებედ-მელექმა ის კაცები და მივიდა მეფის სახლში, საგანძურის ქვეშ, მოკრიფა იქ ძონძები და ჩვრები და ჩააწოდა ისინი იერემიას დილეგში საბლებით.
12
და უთხრა ქუშელმა ყებედ-მელექმა იერემიას: ამოიდე ძველი ძონძები და ჩვრები იღლიებში, საბელებს ქვეშ. და ასე გააკეთა იერემიამ.
13
და ამოსწიეს იერემია საბელებით და ამოიყვანეს დილეგიდან; და დაჯდა იერემია ყარაულთა ეზოში.
14
და კაცი გაგზავნა მეფე ცედეკიამ და მოაყვანინა იერემია წინასწარმეტყველი უფლის ტაძრის მესამე შესასვლელთან, და უთხრა მეფემ იერემიას: „ერთ რამეს გკითხავ და ნურაფერს დამიმალავ.“
15
და უთხრა იერემიამ ცედეკიას: „რომ გითხრა, ხომ არ მომკლავ? და კიდევაც რომ გირჩიო რამე, მაინც არ მომისმენ.“
16
და საიდუმლოდ შეჰფიცა მეფე ცედეკიამ იერემიას ასე: „უფალს ვფიცავ, რომელმაც შექმნა ჩვენი სული, რომ მე არ მოგკლავ და არც იმ კაცთა ხელთ გადაგცემ, ვინც შენს სულს ეძიებენ.“
17
და უთხრა იერემიამ ცედეკიას: ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ღმერთი ისრაელისა: თუ ჩაბარდები ბაბილონის მეფის მთავრებს, მაშინ იცოცხლებს შენი სული და ეს ქალაქი არ დაიწვება ცეცხლით; და იცოცხლებთ შენცა და შენი სახლიც;
18
მაგრამ თუ არ ჩაბარდები ბაბილონის მეფის მთავრებს, მაშინ ეს ქალაქი ქალდეველთა ხელში ჩავარდება და ცეცხლით დაბუგავენ მას, და შენ თავს ვეღარ დაიხსნი მათი ხელიდან.
19
და უთხრა მეფე ცედეკიამ იერემიას: მეშინია იუდაელებისა, რომლებიც ქალდეველთ ჩაუვარდნენ ხელთ, რომ არ გადამცენ მე მათ ხელთ და არ შეურაცხმყონ.
20
და უთხრა იერემიამ: არ გადაგცემენ; ოღონდ უსმინე უფლის ხმას, როგორც მე გეუბნები, და უკეთესად წაგივა საქმე, და იცოცხლებსო შენი სული;
21
ხოლო თუ არ ისურვებ გადასვლას, ეს არის სიტყვა, რომელიც მესმა უფლისაგან:
22
აჰა, ყველა ქალი, რომლებიც იუდას მეფის სახლში დარჩნენ, ბაბილონის მეფის სარდლებს მიჰგვრიან და იტყვიან ის ქალები: მოგატყუეს შენ და გძლიეს შენმა მეგობრებმა, ხოლო როდესაც ტალახში ჩაგეფლო ფეხები, მიგატოვეს და წავიდნენ.
23
და შენს ყველა ცოლს და შენს ძეთ ქალდეველებს მიჰგვრიან, და შენც თავს ვერ დააღწევ მათი ხელიდან, რადგან ბაბილონის მეფის ხელით იქნები დაჭერილი და იმას გააკეთებ, რომ ეს ქალაქი ცეცხლით გადაიბუგება.
24
და უთხრა ცედეკიამ იერემიას: არავინ უნდა გაიგოს ეს ამბავი და არ მოკვდები;
25
მაგრამ თუ მთავრები გაიგებენ, რომ მე გელაპარაკებოდი, და მოვლენ და გეტყვიან: რა უთხარიო მეფეს და რა გითხრაო მეფემ, ნუ დაგვიმალავ და არ მოგკლავთო,
26
უთხარი: მე ვევედრებოდი მეფეს, რომ არ დამაბრუნონ იონათანის სახლში, თორემ იქ მოვკვდები-მეთქი.
27
და მოვიდა ყველა მთავარი იერემიასთან და გამოკითხვა დაუწყეს, და მანაც აუწყა მათ ყოველივე ისე, როგორც მეფემ უბრძანა მას, და მათ შეწყვიტეს მასთან ლაპარაკი, რადგან ვერაფერი შეიტყვეს.
28
და იჯდა იერემია ყარაულთა ეზოში, ვიდრე იერუსალიმი დაეცემოდა. და იქვე დარჩა იერუსალიმის აღების შემდეგაც.
← Chapter 37
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 39 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52