bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 11
Jeremiah 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 12 →
1
უფლის სიტყვა, თქმული იერემიას მიმართ:
2
ისმინეთ ამ აღთქმის სიტყვები და უთხარით იუდას ხალხსა და იერუსალიმის მცხოვრებთ.
3
და უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: წყეულია კაცი, რომელიც არ მოუსმენს ამ აღთქმის სიტყვებს,
4
რომელიც მე ვუბრძანე თქვენს მამებს მათი გამოყვანის დღეს ეგვიპტის ქვეყნიდან – საკირის ცეცხლიდან: ისმინეთ ჩემი ხმა და გააკეთეთ ყოველივე, რასაც მე გიბრძანებთ, და იქნებით ჩემი ერი და მე ვიქნები თქვენი ღმერთი,
5
რათა დავამტკიცო ფიცი, რომლითაც შევფიცე თქვენს მამებს, რომ მივცემდი მათ ქვეყანას, რძითა და თაფლით მდინარს, როგორც ეს დღესაც არის. და მე ვუპასუხე: ამინ, უფალო!
6
და მითხრა მე უფალმა: წარმოთქვი ყველა ეს სიტყვა იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში და თქვი: ისმინეთ-თქო ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ!
7
რადგან ვაფრთხილებდი თქვენს მამებს ეგვიპტიდან მათი გამოყვანის დღიდან დღევანდლამდე; განთიადიდან ვაფრთხილებდი, უსმინეთ-მეთქი ჩემს ხმას.
8
მაგრამ არ უსმინეს და ყურიც არ მათხოვეს; და აჰყვა თითოეული თავის ბოროტ გულისთქმას, და მე მოვაწიე მათზე ამ აღთქმის ყველა სიტყვა, რომელიც ვუბრძანე მათ შესასრულებლად და არ შეასრულეს.
9
და მითხრა უფალმა: შეთქმულნი არიან იუდაელნი და იერუსალიმის მცხოვრებნი.
10
ისინი დაუბრუნდნენ თავიანთი მამების ურჯულოებას, რომლებმაც უარი თქვეს ჩემი სიტყვების მოსმენაზე, სხვა ღმერთებს აჰყვნენ, და ემსახურებოდნენ მათ. ისრაელის სახლმა და იუდას სახლმა დაარღვიეს ჩემი აღთქმა, რომელიც მე აღვუთქვი მათ მამებს.
11
ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, მოვაწევ მათზე უბედურებას, რომლისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებენ ისინი, და, როცა შემომღაღადებენ, მე არ მოვუსმენ მათ.
12
და წავლენ იუდას ქალაქები და იერუსალიმის მცხოვრებნი და შეჰღაღადებენ იმ ღმერთებს, რომელთაც უკმევენ, მაგრამ ვერ იხსნიან ის ღმერთები მათი უბედურების ჟამს.
13
რადგან რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს, იუდავ! რამდენი ქუჩაც არის იერუსალიმში, იმდენი სისაძაგლის სამსხვერპლო გაქვს აღმართული – ბაყალის საკმევი სამსხვერპლო.
14
ნუ მთხოვ ამ ერისათვის და ნუ აამაღლებ მათზე ლოცვა-ვედრებას, რადგან არ მოვისმენ, როცა შემომღაღადებენ მათი უბედურების ჟამს.
15
რა უნდა ჩემს საყვარელ ხალხს ჩემს ტაძარში, როცა ამდენ ბოროტებას სჩადის? განა უბედურებას აგაშორებს სამსხვერპლო ხორცი, სიავეს რომ სჩადიხარ და ხარობ?
16
ამწვანებული, მშვენიერი და ნაყოფსავსე ზეთისხილი გიწოდა შენ უფალმა, მაგრამ დიდი გრგვინვის ხმაზე აბრიალდა ცეცხლი და რტონი შეემუსრა.
17
და ცაბაოთ უფალმა, შენმა დამნერგავმა, გიწინასწარმეტყველა ბოროტება ისრაელის სახლისა და იუდას სახლის ბოროტების წილ, რომელიც შეიმთხვიეს მათ იმით, რომ ჩემს გასარისხებლად უკმევდნენ ბაყალს.
18
უფალმა მაცოდინა და მე ვიცი; შენ მიჩვენე მე მათი საქმეები.
19
მე კი დასაკლავად მიყვანილი უწყინარი კრავივით ვიყავი და არ ვიცოდი, რას განიზრახავდნენ ჩემს წინააღმდეგ, და თქვეს: შევმუსროთო ხე ვიდრე ნედლიაო, და ამოვძირკვოთო ცოცხალთა ქვეყნიდან, რომ მისი სახელი მეტად აღარ იხსენებოდესო.
20
ცაბაოთ უფალო, სამართლიანო მსაჯულო, გამომცდელო გულთა და თირკმელთა, მომასწარი შენს შურისძიებას მათზე, რადგან შენ მოგანდე ჩემი საქმე.
21
ამიტომ ასე ამბობს უფალი ყანათოთელ კაცებზე, მოკვლას რომ გიპირებენ და გეუბნებიან: ნუ წინასწარმეტყვლებო უფლის სახელით, ჩვენი ხელით რომ არ მოკვდეო.
22
ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, მე დავსჯი მათ: მათი ჭაბუკნი მახვილით დაეცემიან, მათი ძენი და ასულნი კი შიმშილით გაწყდებიან.
23
მათი ნატამალი არ დარჩება, რადგან უბედურებას მოვაწევ ყანათოთელებზე სასჯელის წელიწადს.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52