bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 14
Jeremiah 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 15 →
1
აი, უფლის სიტყვა იერემიას მიმართ გვალვების წლებზე:
2
დამგლოვიარდა იუდა, გაცუდდა მისი კარიბჭენი, მიწაზე ყრია, ჩაშავდა, კივილი ისმის იერუსალიმში.
3
დიდებულები მსახურებს აგზავნიან წყალზე; მიდიან ჭებთან და წყალი არ არის; ცარიელი ჭურჭლებით ბრუნდებიან უკან. გაწბილებულნი არიან, დამცირებულნი, სახეს მალავენ.
4
მიწა დასკდა უწვიმრობით, შერცხვნენ მხვნელ-მთესველნი, სახეს მალავენ.
5
შველმაც შობა ველზე და იქვე დატოვა ნუკრი, რადგან ბალახი არაა.
6
კანჯრებიც შემდგარან ხრიოკ ბორცვებზე და ტურებივით იყნოსავენ ჰაერს, თვალები დაებინდათ, რადგან არ არის ბალახი.
7
თუმცა ჩვენი ურჯულოებანი გვამხილებენ, მაგრამ გამოგვესარჩლე, უფალო, შენი სახელის გულისათვის მაინც, რადგან დიდია ჩვენი განდგომილება, ჩვენ ვცოდეთ შენს წინაშე.
8
ისრაელის იმედო და მხსნელო მისი უბედურების ჟამს! რატომ ხარ მწირივით ამ ქვეყანაში და ღამის გასათევად შეჩერებული მოგზაურივით?
9
რატომ ხარ გაოგნებული კაცივით, გმირივით, რომელსაც ხსნის ძალი არ შესწევს? შენ ხომ ჩვენს შორის ხარ, უფალო, და ჩვენ ხომ შენი სახელით ვიწოდებით; ნუ მიგვატოვებ, უფალო!
10
ასე ამბობს უფალი ამ ხალხზე: რადგან მათ უყვარდათ ხეტიალი და ფეხს ვერ აჩერებდნენ, ამიტომ არ სურს ისინი უფალს. ახლა გაიხსენებს მათ ურჯულოებას და ცოდვებს მოჰკითხავს მათ.
11
და მითხრა მე უფალმა: ნუ ილოცებ ამ ხალხის სასიკეთოდ.
12
თუ იმარხულებენ ისინი, არ მოვუსმენ მე მათ ვედრებას; თუ აღმივლენენ სრულადდასაწველსა და ძღვენს, არ მივიღებ. მახვილით და შიმშილით და შავი ჭირით შევმუსრავ მათ.
13
და ვთქვი მე: ჰოი, უფალო ღმერთო! აჰა, წინასწარმეტყველნი ეუბნებიან მათ: არ იხილავთო მახვილსა და შიმშილს, რადგან ჭეშმარიტებასა და მშვიდობას მოგცემთო ამ ადგილას.
14
და მითხრა მე უფალმა: სიცრუეს წინასწარმეტყველებენ წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით; მე არ გამომიგზავნია ისინი და არც ბრძანება მიმიცია მათთვის, და არც მილაპარაკია მათთან; ცრუ ხილვებსა და ამაო მისნობას, და თავიანთი გულის ნებებს გიქადაგებენ ისინი.
15
ამიტომ ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე: ჩემი სახელით წინასწარმეტყველებენ ისინი, მე კი არ გამომიგზავნია ისინი; თუმცა კი ამბობენ, მახვილი და შიმშილი არ იქნებაო ამ ქვეყანაში, მაგრამ მახვილითა და შიმშილით მოისპობიან ის წინასწარმეტყველნი,
16
და ხალხი, რომელსაც ისინი უწინასწარმეტყველებენ, შიმშილითა და მახვილით დაეცემა იერუსალიმის ქუჩებში, და არავინ იქნება მათი ცოლების, მათ ძეთა და ასულთა დამმარხავი. და მე გადმოვანთხევ მათზე მათ ბოროტებას.
17
და უთხარი შენ მათ ეს სიტყვები: დაე, დღისით და ღამით იდინოს ცრემლმა ჩემს თვალთაგან, და ნუ შეწყვეტენ ტირილს, რადგან დიდი შემუსვრით შეიმუსრა ქალწული, ასული ჩემი ერისა – განუკურნებელი ჭრილობებით.
18
ველად გავდივარ, და, აჰა, ვხედავ მახვილით დახოცილთ; ქალაქში შევდივარ და ვხედავ შიმშილით დაწერტილთ; თვით წინასწარმეტყველიც და მღვდელიც უაზროდ დაეხეტებიან ქვეყანაში.
19
ნუთუ სრულიად მოიძულე, უფალო, იუდა? თუ სიონი შეიძულა შენმა სულმა? ისე რატომ გვგვემე, რომ აღარ არის ჩვენი განკურნება? ვესავთ მშვიდობას და არ ჩანს სიკეთე; ველოდით განკურნების ჟამს და, აჰა – საშინელება.
20
ვიცით, უფალო, ჩვენი ცოდვები და ურჯულოებანი ჩვენი მამებისა, რადგან შეგცოდეთ შენ.
21
ნუ უარგვყოფ, შენი სახელის გულისათვის, ნუ დაამცრობ შენი დიდების ტახტს; გაიხსენე ჩვენთვის მოცემული აღთქმა და ნუ დაარღვევ მას.
22
განა არის წარმართთა ამაო ღმერთებს შორის ისეთი, წვიმის მოყვანა რომ შეეძლოს? ან იქნებ ცას შეუძლია თავისით თავსხმა გადმოუშვას? ეს ხომ მხოლოდ შენ ძალგიძს, უფალო, ჩვენო ღმერთო? შენ გესავთ, რადგან შენ ქმნი ყოველივე ამას.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52