bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 26
Jeremiah 26
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 27 →
1
იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის მეფობის დასაწყისში იყო უფლის სიტყვა:
2
ასე ამბობს უფალი: დადექი უფლის ტაძრის ეზოში და უთხარი იუდას ყველა ქალაქს, უფლის სახლში რომ მოდიან თაყვანის საცემად, ყოველი ეს სიტყვა, რომელიც მე გიბრძანე, რომ გეთქვა მათთვის; ერთი სიტყვაც არ დააკლო.
3
იქნებ ისმინონ და მოიქცნენ თითოეული თავისი ბოროტი გზიდან, მაშინ მე შევინანებ იმ უბედურებებს, რაც მე განვიზრახე მათზე მოსაწევად მათი ბოროტი საქმეების გამო.
4
უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი: თუ არ მომისმენთ მე და არ ივლით ჩემი რჯულის მიხედვით, რომელიც მე მოგეცით თქვენ,
5
თუ არ შეისმენთ სიტყვებს ჩემს მსახურ წინასწარმეტყველთა, რომელთაც მე დღენიადაგ ვაგზავნიდი თქვენთან, თქვენ კი არ უსმენდით,
6
მე გავხდი ამ სახლს შილოსავით და ქვეყნის ყველა ხალხების საწყევარად ვაქცევ მას!
7
და უსმენდნენ მღვდელნი და წინასწარმეტყველნი, და მთელი ერი იერემიას, როცა ის ამ სიტყვებს წარმოთქვამდა უფლის სახლში.
8
და როდესაც დაასრულა იერემიამ ყოველივე იმის თქმა, რაც უფალმა უბრძანა მთელი ერისათვის სათქმელად, დაიჭირეს ის მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა და მთელმა ერმა, და უთხრეს: შენ უნდა მოკვდე!
9
რატომ წინასწარმეტყველებ უფლის სახელით და ამბობ: შილოსავით იქნებაო ეს სახლი, ეს ქალაქი კი აოხრდება და უკაცური დარჩებაო? და მთელი ხალხი იერემიას მიუხდა უფლის სახლში.
10
და გაიგეს იუდას მთავრებმა ეს ამბავი და მეფის სასახლიდან უფლის სახლში ავიდნენ, და დასხდნენ უფლის ტაძრის ახალ კარიბჭეში.
11
და მიმართეს მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა მთავრებს და მთელ ხალხს: სასიკვდილო განაჩენი ამ კაცს, რადგან ამ ქალაქს განადგურება უწინასწარმეტყველა, როგორც თქვენი ყურით გაიგონეთ!
12
და უთხრა იერემიამ ყველა მთავარს და მთელ ხალხს: უფალმა გამომაგზავნა, რომ მეწინასწარმეტყველა ამ სახლზე და ამ ქალაქზე ყველა ის სიტყვა, რომელიც თქვენ მოისმინეთ.
13
და ახლა გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქმეები, და უსმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას, მაშინ გადაიფიქრებს უფალი იმ უბედურებას, რასაც გიპირებთ.
14
მე კი, აჰა, თქვენს ხელთა ვარ და ისე მომექეცით, როგორც სწორად და სამართლიანად მიიჩნიოთ.
15
მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ, თუ მომკლავთ, უდანაშაულო სისხლს დაიდებთ თქვენცა და ეს ქალაქიც და მთელი მისი მკვიდრნიც, რადგან ნამდვილად უფალმა მომავლინა თქვენთან, რომ მეთქვა ყველა ეს სიტყვა თქვენს გასაგონად.
16
მაშინ უთხრეს მთავრებმა და მთელმა ხალხმა მღვდლებსა და წინასწარმეტყველთ: ეს კაცი არ იმსახურებს სასიკვდილო განაჩენს, რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის, სახელით გველაპარაკებოდა.
17
და წამოდგნენ ხალხის უხუცესთაგან და უთხრეს მთელი ხალხის კრებულს:
18
მორეშეთელი მიქაც წინასწარმეტყველებდა იუდეის მეფის, ხიზკიას, დღეებში და ასე უთხრა მთელ იუდაელთ: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: სიონი მინდორივით გადაიხვნება, და იერუსალიმი ნანგრევთა გროვად იქცევა, ეს ტაძრის მთა კი – უღრან ტყედო.
19
მაგრამ განა მოკლეს იგი იუდეის მეფე ხიზკიამ და იუდაელებმა? განა არ შეეშინდა მას უფლისა? ხომ შესთხოვა უფალს, და გადაიფიქრა უფალმა ის უბედურება, რომელიც წარმოთქვა მათზე? ჩვენ კი თვით გვსურს მოვიწიოთ დიდი უბედურება ჩვენს სულებზე!
20
სხვა კაციც წინასწარმეტყველებდა უფლის სახელით – ურია, შემაყიას ძე, კირიათ-იეყარიმელი, და წინასწარმეტყველებდა ამ ქალაქზე და ამ ქვეყანაზე ყველა იმ სიტყვებით, რომლებითაც იერემია წინასწარმეტყველებდა.
21
როცა გაიგეს მისი სიტყვები მეფე იეჰოიაკიმმა, მისმა დიდებულებმა და მისმა მთავრებმა, მოითხოვა მეფემ მისი მოკვლა. გაიგო ეს ურიამ, შეეშინდა და გაიქცა ეგვიპტეში.
22
და გაგზავნა მეფე იეჰოიაკიმმა ეგვიპტეში თავისი კაცები: ელნათან ყაქბორის ძე და სხვები.
23
და მათ გამოიყვანეს ურია ეგვიპტიდან და მიუყვანეს მეფე იეჰოიაკიმს, და მან დასცა ის მახვილით, მისი გვამი კი მდაბიოთა სასაფლაოზე გადააგდეს.
24
ხოლო იერემიას ახიკამ შაფანის ძის ხელი მფარველობდა, რომ ხალხის ხელში არ ჩაეგდოთ მოსაკლავად.
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 27 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52