bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 20
Jeremiah 20
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 21 →
1
და გაიგონა ფაშხურმა, იმერის ძემ, მღვდელმა, რომელიც იყო უფლის ტაძრის ზედამხედველი და წინამძღვარი, ის სიტყვები, იერემია რომ ქადაგებდა.
2
და სცემა ფაშხურმა იერემია წინასწარმეტყველს და ჩააგდო დილეგში, ბენიამინის ზემო კარიბჭესთან რომ იყო, უფლის სახლში.
3
მეორე დღეს გამოუშვა ფაშხურმა იერემია დილეგიდან. და უთხრა მას იერემიამ: უფლის ნებით ამიერიდან შენი სახელი იქნება არა ფაშხური, არამედ „საშინელება-ირგვლივ;“
4
რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, მე საშინელებად გაქცევთ შენცა და ყველა შენს მეგობარსაც, და მტრის მახვილით დაეცემიან ისინი შენს თვალწინ. და მთელს იუდას ბაბილონის მეფეს ჩავუგდებ ხელთ, და ტყვედ წაასხამს მათ ბაბილონში და მახვილით მოსრავს.
5
და მას მივცემ ამ ქალაქის მთელ სიმდიდრეს, მთელ მის ნაოფლარს, და მთელ მის თვალ-მარგალიტს; და იუდას მეფეთა მთელ საუნჯეს მივცემ მათი მტრის ხელთ, დაიტაცებენ, დაისაკუთრებენ, და ბაბილონში გაზიდავენ მას.
6
და შენ, ფაშხურ, და მთელ შენს სახლეულს ტყვეობა მოგიწევთ ბაბილონში; იქ მოკვდები, და იქ დაიმარხებით შენცა და ყველა შენი მეგობარიც, რომლებსაც შენ ცრუდ უწინასწარმეტყველებდი.
7
შენ მომატყუე, უფალო, და მეც მოვტყუვდი; შენ ძლიერი ხარ ჩემზე და გადამძალე; მთელ დღეს დამცინიან, მასხრად მიგდებენ.
8
რადგან, როგორც კი ლაპარაკს ვიწყებ, ვყვირი ძალადობისა და ძარცვა-გლეჯის გამო, რადგან უფლის სიტყვა ყოველდღიურ დაცინვად და დამცირებად შემომექცა.
9
და ვთქვი: აღარ ვახსენებ უფალს და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით, მაგრამ გულზე ცეცხლი მომედო, ძვლებში გამიარა; ვცდილობდი გამეძლო, მაგრამ ვერ შევძელი.
10
რადგან მესმა მე მრავალთაგან გმობა და მუქარა ირგვლივ: დაასმინეთ და ჩვენც დავასმენთ! და ყველა ჩემი მოზავე დამდარაჯებია, რომ იქნებ სადმე წავიტეხო ფეხი: იქნებ შეცდეს და ჩვენ ვძლიოთო და შური ვიძიოთო მასზე.
11
მაგრამ უფალი ჩემთანაა, როგორც ძლიერი მებრძოლი. ამიტომაც ჩემი მადევარნი კისერს მოიტეხენ და ვერ მძლევენ მე, და ფრიად შერცხვებიან, რადგან ვერ მიხვდნენ თავის უგუნურებას, თავსლაფდასხმულნი დარჩებიან სამუდამოდ.
12
ცაბაოთ უფალო, გამომცდელო სიმართლისა, მცნობელო გულთა და თირკმელთა, მომასწარ შენს შურისგებას მათ მიმართ, რადგან შენ მოგანდე ჩემი გასაჭირი.
13
უგალობეთ უფალს, ადიდეთ უფალი, რადგან გადაარჩინა საწყლის სული უკეთურთა ხელთაგან.
14
წყეულიმც იყოს დღე ჩემი გაჩენისა! არ იკურთხოს ის დღე, როდესაც დედამა მშობა!
15
წყეულიმც იყოს კაცი, რომელმაც ახარა მამაჩემს: ძე შეგეძინაო და დიდად გაახარა!
16
და გაიხაროს მან ისე, როგორც გაიხარეს ქალაქებმა, რომლებიც უფალმა დააქცია თავისი გულისწყრომით და არ შეინანა; განთიადზე კივილი აღვიძებდეს და სამხრობას ომის ღრიანცელი ესმოდეს.
17
რამეთუ საშოშივე არ მომკლა მე და არ იქცა დედაჩემი ჩემს სამარედ, მისი საშო კი – რად არ დარჩა სამუდამოდ ორსული.
18
რისთვის გამოვედი მე დედის საშოდან? იმად, რომ ჯაფა და ტკივილი მქონოდა და ჩემი დღეები სირცხვილში დასრულებულიყო?
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52