bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 43
Jeremiah 43
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 42
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 44 →
1
და იყო, როდესაც იერემიამ დაასრულა ხალხისათვის მათი ღმერთის სიტყვების გადაცემა, ყველა იმ სიტყვისა, რომლითაც უფალმა, მათმა ღმერთმა, მიავლინა მათთან,
2
მაშინ ყაზარია ჰოშაყიას ძემ და იოხანან კარეახის ძემ, და აგრეთვე ყველა ბოროტგანმზრახველმა კაცმა უთხრეს იერემიას: ტყუილს ამბობ; უფალს, ჩვენს ღმერთს, არ მოუვლინებიხარ ამის სათქმელად: არ წახვიდეთ ეგვიპტეში იქ საცხოვრებლადო!
3
ბარუქ ნერიას ძე გაქეზებს ჩვენს წინააღმდეგ, რომ ქალდეველთა ხელში ჩაგვყაროს და გაგვჟლიტონ მათ, ან რომ ტყვედ წაგვასხან ბაბილონში.
4
არ ისმინეს იოხანან კარეახის ძემ და ლაშქრის მეთაურებმა და მთელმა ხალხმა უფლის ხმა, რომ დარჩენილიყვნენ იუდეის ქვეყანაში.
5
და წაიყვანეს იოხანან კარეახის ძემ და ლაშქრის მეთაურებმა იუდაელთა მთელი ნატამალი, რომელიც იუდეის ქვეყანაში დაბრუნდა სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც გაფანტულნი იყვნენ ისინი,
6
კაცები, ქალები და ბავშვები, მეფის ასულები და ყველა, ვინც ნებუზარადან ქონდაქართუხუცესმა დატოვა გედალიასთან, შაფანის ძის, ახიკამის ძესთან; და მათთან ერთად იერემია წინასწარმეტყველი და ბარუქ ნერიას ძეც.
7
და წავიდნენ ეგვიპტის ქვეყანაში, რადგან არ ისმინეს უფლის ხმა, და მივიდნენ თახფანხესამდე.
8
და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ თახფანხესში ასე:
9
აიღე დიდი ქვები და დამალე ისინი მოზელილ თიხაში იმ ადგილას, სადაც აგურს ჭრიან, ფარაონის სახლის შესასვლელთან, თახფანხესში, ისე, რომ იუდაელებმა დაინახონ.
10
და უთხარი მათ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მე ვაგზავნი კაცებს ჩემი მსახურის, ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მოსაყვანად, და დავდგამ მის ტახტს ამ ქვებზე, რომლებიც დავმალე, და გადაჭიმავს მათზე თავის სამეფო კარვის ჩარდახს.
11
მოვა ის და ააოხრებს ეგვიპტის ქვეყანას: ვინც სასიკვდილოა, მოკვდება, ვინც ტყვედ წასაყვანია, ტყვედ იქნება წაყვანილი, და ვინც მახვილისათვის არის, მახვილით დაეცემა.
12
და ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტის ღმერთების სახლებს და ის დაწვავს მათ ან დაატყვევებს მათ კერპებს, და შეიფუთნება ეგვიპტის ქვეყნის ნადავლით, როგორც მწყემსი იფუთნება თავისი ტყაპუჭით; და გამოვა იქიდან მშვიდობით,
13
და დალეწავს ბეთ-შემეშის სვეტებს, რომლებიც ეგვიპტის ქვეყანაშია, და ეგვიპტის ღმერთების ტაძრებს ცეცხლში დაწვავს.
← Chapter 42
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 44 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52