bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 5
Jeremiah 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 6 →
1
მოიარეთ იერუსალიმის ქუჩები, მიიხედ-მოიხედეთ და ეძებეთ მის მოედნებზე; და თუ იპოვით სამართლიან კაცს, ჭეშმარიტების მძებნელს, მაშინ მეც ვაპატიებ იერუსალიმს.
2
თუმცა ისინი ამბობენ: უფალს ვფიცავთო! მაგრამ სინამდვილეში ცრუდ იფიცებიან.
3
უფალო, განა შენი თვალი ჭეშმარიტებისაკენ არაა მიპყრობილი? შენ ჰგვემ მათ, ისინი კი ვერ გრძნობენ ტკივილს; შენ ანადგურებ მათ, მაგრამ ჭკუას არ სწავლობენ; გაქვავდნენ, მოქცევა არ სურთ.
4
მე ჩემთვის ვთქვი: შესაძლოა, ბეჩავნი არიან ისინი და უგუნურნი, რადგან არ იციან უფლის გზები, თავიანთი ღმერთის სამართალი.
5
წავალ დიდებულებთან და მათ დაველაპარაკები, რადგან მათ იციან უფლის გზები, თავიანთი ღმერთის სამართალი. მაგრამ მათაც დალეწეს უღელი, დაწყვიტეს აპეურები.
6
ამიტომაც დასცემს მათ ტყიური ლომი, ტრამალის მგელი გააჩანაგებს მათ, ჯიქი ჩაუსაფრდება მათ ქალაქებთან; ყოველ გარეთ გამოსულს დაფლეთს, რადგან გამრავლდა მათი ცოდვები, გაიზარდა მათი განდგომა.
7
როგორ გაპატიებ შენ ამას? შენმა ძეებმა დამტოვეს მე და თავიანთ ცრუ ღმერთებს ფიცულობენ. მე ვაძღებდი მათ, ისინი კი მრუშობდნენ და როსკიპთა სახლებს მიეძალნენ.
8
ისინი ატეხილი ულაყებივით არიან: ყოველი მათგანი თავისი მოყვასის ცოლს შესჭიხვინებს.
9
ნუთუ ამის გამო არ დავსჯი მათ, – ამბობს უფალი, – და ამ ხალხზე არ იძიებს შურს ჩემი სული?
10
დაუარეთ მის ვაზებს და გააჩანაგეთ, მაგრამ მთლად არ მოსპოთ; ლერწი შეაჭერით, რადგან უფლის არ არიან ისინი.
11
რადგან მიღალატა მე ისრაელის სახლმა და იუდას სახლმა! – ამბობს უფალი.
12
უფალს განუდგნენ ისინი და ამბობდნენ: არ არისო ის, და არ გვეწევაო უბედურება, და მახვილსა და შიმშილს არ ვიხილავთო.
13
ეს წინასწარმეტყველნი ქარად იქცევიან და უფლის სიტყვა არ არის მათში. ასემც დამართნიათ მათ.
14
ამიტომ ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: რადგან თქვენ ამ სიტყვებს ლაპარაკობთ, მე ჩემს სიტყვებს ცეცხლად ჩაგიდებთ ბაგეებში, ხოლო ამ ხალხს – შეშად, რომელსაც ეს ცეცხლი დაბუგავს!
15
აჰა, მე მოგისევ ხალხს შორიდან, ისრაელის სახლო, – ამბობს უფალი, – ძლიერი ხალხია იგი, ძველი ხალხია იგი, ხალხი, რომლის ენა არ იცი შენ, და ვერ გაიგებ, რას ილაპარაკებს.
16
მისი კაპარჭი ღია საფლავივითაა; ყველანი მამაცი მეომრები არიან.
17
გადაჭამენ ისინი შენს სამკალს და შენს პურს, შეჭამენ შენს ძეთ და შენს ასულთ, შეჭამენ შენს ცხვარ-ძროხას, შეჭამენ შენს ყურძენსა და ლეღვს, მახვილით მოაოხრებენ შენს გამაგრებულ ქალაქებს, რომელთა იმედითაც ხარ.
18
და იმ დღეებშიც, – ამბობს უფალი, – არ მოგსპობთ მთლიანად.
19
და თუ იკითხავენ: რის გამო გაგვიკეთაო ჩვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ეს ყოველივე? უთხარი მათ: როგორც თქვენ მიმატოვეთ მე და ემსახურებოდით უცხო ღმერთებს თქვენს ქვეყანაში, ასევე მოემსახურებით უცხოელებს იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენი არ იქნება.
20
აუწყეთ ეს იაკობის სახლში და გამოაცხადეთ იუდაში ასე:
21
ისმინე ეს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო: თვალები აქვთ მათ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და ვერ ისმენენ.
22
განა ჩემი არ უნდა გეშინოდეთ, – ამბობს უფალი, – ჩემს წინაშე არ უნდა კანკალებდეთ? მე ქვიშა დავუდე ზღვას საზღვრად, საუკუნო მიჯნად, რომელსაც ვერ გადმოხეთქავს; თუმცა ღელავენ მისი ტალღები, მაგრამ ვერ სძლევენ, ბობოქრობენ, მაგრამ ვერ გადალახავენ მას.
23
ამ ხალხს კი ურჩი და მეამბოხე გული აქვს, განმიდგნენ და წავიდნენ.
24
გულში არც გაუვლიათ: გვეშინოდესო უფლისა, ჩვენი ღმერთისა, რომელიც თავის დროზე გვაძლევს შემოდგომისა და გაზაფხულის წვიმებს, გვიწესებს ალოობის შვიდეულებს.
25
თქვენმა ურჯულოებამ დაგაკარგვინათ ეს ყოველივე და თქვენმა ცოდვებმა მოგაკლოთ სიკეთე.
26
რადგან ჩემს ერში არიან ბოროტეულნი, თავწახრით ჩასაფრებულან, როგორც ფრინველზე მონადირენი, მახეებს აგებენ, კაცთა შესაპყრობად.
27
როგორც ფრინველებით სავსე გალია, ისეა მათი სახლები სიცრუით გავსილი. ამიტომ განდიდდნენ და გამდიდრდნენ ისინი,
28
დასუქდნენ, დასქელდნენ, გადააჭარბეს ბოროტების ყოველგვარ საზღვარს, უსამართლოდ განსჯიან, ობოლთა გასაჭირს არ უყურებენ; ღატაკთა მართალ საჩივარს არ დაგიდევენ.
29
ნუთუ ამის გამო არ დაგსჯი? – ამბობს უფალი, – განა ასეთ ხალხზე არ იძიებს შურს ჩემი სული?
30
საშინელი და საზარელი ამბები ხდება ქვეყანაზე.
31
სიცრუეს იუწყებიან წინასწარმეტყველნი, მღვდლები ბატონობენ მათი ხელით, ჩემს ერს კი მოსწონს ეს. მაგრამ რა მოგელით ამის შემდეგ?
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52