bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 23
Jeremiah 23
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 24 →
1
ვაი მწყემსებს, რომლებიც ღუპავენ და ფანტავენ ჩემი სამწყსოს ცხვარს! – ამბობს უფალი.
2
ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, მწყემსებზე, რომლებიც ჩემს ერს მწყემსავენ: თქვენ დაფანტეთ ჩემი ცხვარი, თქვენ გაგიფრთხათ და ყური არ უგდეთ! მე მოგკითხავთ პასუხს თქვენი ბოროტი საქმეების გამო, – ამბობს უფალი.
3
მე შევაგროვებ ჩემს გადარჩენილ ცხვრებს ყველა ქვეყნებიდან, სადაც გავფანტე ისინი და დავაბრუნებ თავიანთ ფარეხებში, და დაინერბებიან და გამრავლდებიან.
4
და დავუყენებ მათ მწყემსებს და ისინი დამწყემსავენ. აღარ შეეშინდებათ და აღარ დაფრთხებიან, და ერთი ბატკანიც არ დააკლდებათ, – ამბობს უფალი.
5
აჰა, დგება ჟამი, – ამბობს უფალი, – და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს, და იმეფებს მეფე და მართლად განსჯის, და სამართალსა და სიმართლეს დაამკვიდრებს ქვეყნად.
6
მის დღეებში თავს დაიხსნის იუდა და ისრაელი უშიშრად იცხოვრებს; და ამ სახელით უწოდებენ მას: „უფალი ჩვენი სიმართლისა!“
7
ამიტომ დადგება ჟამი, – ამბობს უფალი, – და აღარ იტყვიან: უფალს ვფიცავთ, რომელმაც ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან ამოიყვანაო.
8
არამედ: უფალს ვფიცავთ, რომელმაც გამოიყვანა და მოიყვანა ისრაელის სახლის თესლი ჩრდილო ქვეყნიდან და ყველა ქალაქიდან, სადაც გავფანტე ისინი, და იცხოვრებენ თავიანთ მიწაზე.
9
წინასწარმეტყველთა შესახებ ნათქვამი: გული მისკდება მკერდში და ძვლები მიელავს, ღვინომორეულ კაცსა ვგავარ, უფლის გამო და მისი წმიდა სიტყვების გამო.
10
რადგან მეძაობით გაივსო ქვეყანა; მათ გამო მოსთქვამს დედამიწა; გადაიტრუსა ტრამალთა საძოვრები; ბოროტებას ესწრაფიან, ძალას უსამართლობაში ხედავენ,
11
რადგან შეიბილწნენ მღვდლებიცა და წინასწარმეტყველნიც; ჩემს სახლშიც კი ვიხილე მათი ნაავკაცარი, – ამბობს უფალი.
12
ამიტომ მათი სავალი ისეთი იქნება, როგორც მოლიპული გზა წყვდიადში; ხელს კრავენ და დაეცემიან, რადგან მათი განკითხვის წელს უბედურებას მოვაწევ მათ, – ამბობს უფალი.
13
სამარიის წინასწარმეტყველებშიც ვიხილე უგუნურება: ბაყალის სახელით წინასწარმეტყველებდნენ და აცდუნებდნენ ჩემს ერს – ისრაელს.
14
იერუსალიმის წინასწარმეტყველებშიც ვხედავ საშინელ ამბებს: მრუშობენ და სიცრუით დადიან, უკეთურთა მხარეზე არიან, რათა არავინ მოიქცეს თავისი ბოროტი გზიდან. ყველა სოდომელივით გახდა ჩემთვის და მისი ყველა მკვიდრი – გომორელივით.
15
ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი წინასწარმეტყველებზე: აჰა, მე შევაჭმევ მათ აბზინდას და შევასმევ გესლოვან წყალს, რადგან იერუსალიმის წინასწარმეტყველთაგან გამოდის ცდუნება მთელს ქვეყანაზე.
16
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ნუ მოუსმენთ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც თქვენ ცუდს გიწინასწარმეტყველებენ; ისინი გატყუებენ, თავიანთი გულის ხილვებით ლაპარაკობენ, და არა იმას, რაც უფლის ბაგეთაგან მოდის.
17
ისინი განუწყვეტლივ ეუბნებიან ჩემს მოძულეთ: უფალმა თქვა, მშვიდობა გექნებათო. და ყველა გულგაკერპებულს ეუბნებიან: არ მოაწევსო უბედურება თქვენს თავს.
18
რადგან ვინ იდგა უფლის საბჭოში და ვინ იხილა და მოისმინა მისი სიტყვები? ვინ უგდებდა ყურს მის სიტყვებს და ვინ მოისმინა?
19
აჰა, უფლის ქარიშხალი რისხვით ამოვარდა! საშინელი ქარბორბალა დაუბერავს და ბოროტეულთ დაატყდებათ თავს.
20
არ მიიქცევა უფლის რისხვა, სანამ არ აღისრულებს გულის ზრახვებს; უკანასკნელ დღეებში ბოლომდე მიხვდებით ამას.
21
არ მომივლინებია ეს წინასწარმეტყველნი და თავად მორბოდნენ, მე არაფერი მითქვამს მათთვის და თავისით წინასწარმეტყველებდნენ.
22
ჩემს საბჭოში რომ მდგარიყვნენ, აუწყებდნენ ჩემს სიტყვებს ჩემს ხალხს, და მოაქცევდნენ მათ ბოროტი გზიდან და მათი ბოროტი საქმეებიდან.
23
მხოლოდ მაშინა ვარ ღმერთი, როცა ახლოს ვარ? – ამბობს უფალი, – შორს მყოფი აღარა ვარ ღმერთი?
24
განა ვინმე შეძლებს დაიმალოს საიდუმლო ადგილას, სადაც მე ვერ დავინახავ მას? – ამბობს უფალი; – განა ცასა და მიწას მე არ ვავსებ? – ამბობს უფალი.
25
მესმა, რასაც ამბობენ წინასწარმეტყველნი, ჩემი სახელით რომ ცრუდ წინასწარმეტყველებენ: მე დამესიზმრაო მე, დამესიზმრაო.
26
როდემდე ექნებათ ეს წინასწარმეტყველთა გულში, სიცრუეს რომ წინასწარმეტყველებენ, და ქადაგებენ თავიანთ გულის ნაფიქრალს.
27
იქნებ ჰგონიათ მათ, რომ დაავიწყებენ ჩემს ხალხს ჩემს სახელს თავიანთი სიზმრებით, რომლებსაც ისინი უყვებიან ერთმანეთს, როგორც მათმა მამებმა დაივიწყეს ჩემი სახელი ბაყალის გამო?
28
წინასწარმეტყველმა, რომელმაც სიზმარი ნახა, იამბოს ის, როგორც სიზმარი; ხოლო მან, ვისთანაც ჩემი სიტყვაა, ჭეშმარიტად იამბოს ჩემი სიტყვა. სად ბზე და სად ხორბალი? ასეა ჩემი სიტყვებიც, – ამბობს უფალი.
29
განა ცეცხლივით არაა ჩემი სიტყვა, – ამბობს უფალი, – უროსავით რომ ანგრევს კლდეებს!
30
ამიტომ, აჰა, მე ვარ წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ, – ამბობს უფალი, – ჩემს სიტყვებს რომ ერთმანეთს პარავენ.
31
აჰა, მე ვარ წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ, – ამბობს უფალი, – რომლებიც თავიანთი ენის გამონაგებს მე მაბრალებენ და ამბობენ: მანა თქვაო.
32
აჰა, მე ვარ ცრუ სიზმრებით მოწინასწარმეტყველეთა წინააღმდეგ, – ამბობს უფალი, – რომლებიც მოუთხრობენ ამ სიზმრებს და აცდუნებენ ჩემს ერს თავიანთი ტყუილებითა და ლაზღანდარობით. მე კი არ გამომიგზავნია ისინი და არც არაფერი მიბრძანებია მათთვის, და არავითარი სარგებელი არ მოაქვთ მათ ამ ერისათვის, – ამბობს უფალი.
33
და თუ გკითხავს შენ ეს ხალხი, ან წინასწარმეტყველი, ან მღვდელი: რა არისო უფლის ტვირთი? უთხარი მათ: თქვენა ხართ-თქო ტვირთი, და მე მოგისვრით-თქო თქვენ, – ამბობს უფალი.
34
თუ წინასწარმეტყველი, მღვდელი ან ვინმე იტყვის: უფლის ტვირთიაო, შურს ვიძიებ იმ კაცზე და მის სახლზე.
35
ასე უთხრას ყოველმა კაცმა მოყვასსა თვისსა და ყოველმა კაცმა ძმასა თვისსა: რა მოგიგო უფალმა? და რა თქვა უფალმა?
36
ხოლო უფლის ტვირთი აღარ ახსენოთ, რადგან ტვირთად ექნება იმ კაცს თავისი სიტყვა, რადგან თქვენ დაამახინჯეთ ცოცხალი ღმერთის, ცაბაოთ უფლის, ჩვენი ღმერთის, სიტყვები.
37
ასე უთხარი წინასწარმეტყველს: რა გიპასუხა-თქო უფალმა, და რას ამბობს-თქო უფალი?
38
და თუ იტყვით: უფლის ტვირთი არისო, – ასე ამბობს უფალი, – რადგან თქვენ თქვით ეს სიტყვა: უფლის ტვირთი, მე კი შემოგითვალეთ, რომ აღარ გეთქვათ: უფლის ტვირთი.
39
ამიტომ მე დაგივიწყებთ თქვენ; მოგიცილებთ ჩემს თვალთაგან და დაგამხობთ თქვენ და დავამხობ თქვენს ქალაქს, რომელიც მე მოგეცით თქვენ და თქვენს მამებს.
40
და მოვაწევ თქვენზე სამუდამო სირცხვილსა და სამუდამო დამცირებას, რომელიც არასოდეს დაივიწყება.
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52