bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 29
Jeremiah 29
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 30 →
1
ეს არის სიტყვები წერილისა, რომელიც იერემია წინასწარმეტყველმა გაუგზავნა ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმიდან ბაბილონში გადასახლებული უხუცესების, მღვდლების, წინასწარმეტყველებისა და ხალხის ნატამალს,
2
(ეს იყო მას შემდეგ, რაც ბაბილონის მეფემ იერუსალიმიდან გაიყვანა მეფე იექონია, მისი დედა-დედოფალი, კარისკაცნი და იუდასა და იერუსალიმის მთავრები, ხუროები და მჭედლები);
3
ელყასა შაფანის ძის, და გემარია ხილკიას ძის ხელით, რომლებიც იუდას მეფე ცედეკიამ გაგზავნა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორთან ბაბილონში, რათა ეთქვათ მისთვის:
4
ასე ეუბნება ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ყველა გადასახლებულს, რომლებიც მე გადავასახლე იერუსალიმიდან ბაბილონში:
5
აიშენეთ სახლები და დასახლდით, და გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მისი ნაყოფი,
6
მოიყვანეთ ცოლები და შობეთ ძენი და ასულნი, და მოუყვანეთ თქვენს ძეებს ცოლები და თქვენი ასულნი გაათხოვეთ, და შვან მათ ძენი და ასულნი და გამრავლდით იქ და არ შემცირდეთ.
7
და შესთხოვეთ მშვიდობა იმ ქალაქისათვის, სადაც გადაგასახლეთ თქვენ, და ევედრეთ მისთვის უფალს, რადგან მისი მშვიდობით თქვენც გექნებათ მშვიდობა.
8
რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ნუ გაცდუნებენ თქვენ თქვენი წინასწარმეტყველნი, რომელნიც თქვენს შორის არიან, და თქვენი მისნები, და ნუ დაუჯერებთ თქვენს სიზმრებს, რომლებიც გესიზმრებათ.
9
რადგან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ ისინი ჩემი სახელით: მე არ გამომიგზავნია ისინი, – ამბობს უფალი.
10
რადგან ასე ამბობს უფალი: როდესაც შეგისრულდებათ ბაბილონში სამოცდაათწლიანი ტყვეობა, მოგიკითხავთ მე თქვენ და აგისრულებთ ჩემს კეთილ სიტყვას, რომ გითხარით დაგაბრუნებთ-მეთქი ამ ადგილას.
11
რადგან მე კარგად ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენთვის, – ამბობს უფალი, – სამშვიდობო ზრახვები, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი.
12
თქვენ მოხვალთ და შემევედრებით, მომიხმობთ და მე მოგისმენთ თქვენ;
13
მეძიეთ და მიპოვით თუ მთელი გულით დამიწყებთ ძებნას.
14
გამოგეცხადებით მე და დაგაბრუნებთ ტყვეობიდან, და შეგკრებთ ყველა იმ ხალხებიდან და ყველა იმ ადგილიდან, სადაც კი გამიძევებიხართ, – ამბობს უფალი, – და დაგაბრუნებთ იმავე ადგილას, საიდანაც გადაგასახლეთ.
15
რადგან თქვენ ამბობთ: უფალმა ბაბილონშიც აღგვიდგინაო წინასწარმეტყველნი.
16
რადგან ასე ამბობს უფალი დავითის ტახტზე მჯდომ მეფეზე, და ამ ქალაქში მცხოვრებ მთელ ხალხზე, თქვენს ძმებზე, რომლებიც თქვენთან ერთად არ წამოსულან გადასახლებაში;
17
ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: აჰა, მე მოვუვლენ მათ მახვილს, შიმშილსა და შავ ჭირს და ვაქცევ მათ უვარგის ლეღვად, საჭმელად რომ არ ვარგა.
18
დავედევნები მათ მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით, და საფრთხობელად ვაქცევ მათ ქვეყნიერების ყველა სამეფოსათვის, შესაჩვენებლად, შესაზარად, სამასხროდ და სასირცხვოდ ყველა ხალხში, სადაც კი გამიძევებია ისინი.
19
იმის სანაცვლოდ, რომ არ უსმინეს ჩემს სიტყვებს, – ამბობს უფალი, – რომლებსაც ვუთვლიდი მათთან მივლინებული ჩემი მსახურების – წინასწარმეტყველების პირით, მაგრამ მათ არ უსმინეს მათ, – ამბობს უფალი.
20
თქვენ მაინც ისმინეთ უფლის სიტყვა, ყველა გადასახლებულო, ვინც კი გაგაგზავნეთ იერუსალიმიდან ბაბილონში.
21
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ახაბზე, კოლაიას ძეზე და ცედეკიაზე, მაყასეიას ძეზე, რომლებიც ჩემი სახელით ტყუილს გიწინასწარმეტყველებდნენ: აჰა, მე მივცემ მათ ბაბილონის მეფეს ნაბუქოდონოსორს ხელში და ის დახოცავს მათ თქვენს თვალწინ.
22
და ასე დაიწყევლის ბაბილონში გადასახლებული ყველა იუდაელი: „უფალმა გიყოს, რაც ცედეკიასა და ახაბს დამართა ბაბილონის მეფემ – ცეცხლზე რომ შეწვა!“
23
იმის გამო, რომ სისაძაგლე ჩაიდინეს მათ ისრაელში და მრუშობდნენ თავიანთ მოყვასთა ცოლებთან და ტყუილს ამბობდნენ ჩემი სახელით, რაც მე არ დამივალებია მათთვის. მე კარგად ვიცი, რასაც ისინი აკეთებდნენ და მოწმეცა ვარ, – ამბობს უფალი.
24
და შემაყია ნეხელამელს უთხარი:
25
ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: იმის გამო, რომ შენი სახელით უგზავნიდი წერილებს იერუსალიმის მთელ ერს და მღვდელ ცეფანია მაყასეიას ძეს, და ყველა სხვა მღვდლებს, რომ
26
„უფალმა დამადგინაო მე მღვდლად იეჰოიადაყის ნაცვლად, რათა თვალი ვადევნო უფლის ტაძარში ყოველ ბნედიანს, წინასწარმეტყველი რომ ჰგონია თავი და ჩავსვა საპყრობილესა და საკანში.“
27
მაშ ახლა რატომ არ ურისხდებით იერემია ყანათოთელს, რომელიც თქვენ გიწინასწარმეტყველებთ?
28
იმიტომ, რომ მან ჩვენთანაც შემოთვალა ბაბილონში: ხანგრძლივი იქნებაო დევნილობა; აიშენეთ სახლები და დასახლდით და გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მისი ნაყოფი.
29
და წაიკითხა მღვდელმა ცეფანიამ ეს წერილი იერემია წინასწარმეტყველის გასაგონად;
30
და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ:
31
შეუთვალე ყველა გადასახლებულს: ასე ამბობს-თქო უფალი შემაყია ნეხელამელზე: იმის გამო, რომ შემაყია გიწინასწარმეტყველებთ თქვენ, მე კი არ გამომიგზავნია ის თქვენთან, და ტყუილებით გაიმედებთ,
32
ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, მე დავსჯი შემაყია ნეხელამელს და მის მოდგმას; ვერ დარჩება მისი მოდგმა ამ ხალხში, და ვერ იხილავს ის იმ სიკეთეს, რასაც მე ჩემს ერს მივაგებ, – ამბობს უფალი, – რადგან უფლისაგან განდგომას ქადაგებდა.
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 30 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52