bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 39
Jeremiah 39
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 38
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 40 →
1
იუდას მეფის, ცედეკიას, მეფობის მეცხრე წლის მეათე თვეს მოადგა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი და მთელი მისი ლაშქარი იერუსალიმს და ალყაში მოიქცია.
2
ცედეკიას მეფობის მეთერთმეტე წელს, მეოთხე თვის მეცხრე დღეს, გატყდა ქალაქი.
3
და შემოვიდა ბაბილონის მეფის ყველა მთავარი და დადგნენ შუა კარიბჭესთან: ნერგალ-სარეცერი, სამგარ-ნებო, სარსექიმი – საჭურისთუხუცესი, ნერგალ-სარეცერი – მოგვთა უხუცესი და ბაბილონის მეფის ყველა დანარჩენი მთავარი.
4
და როდესაც იუდას მეფე ცედეკიამ და მისმა მეომრებმა დაინახეს ისინი, გაიქცნენ და ღამით გავიდნენ ქალაქიდან მეფის ბაღის გზით, კარიბჭეში, ორ კედელს შორის რომ არის, და დაადგნენ ყარაბას გზას.
5
მაგრამ უკან დაედევნენ მათ ქალდეველთა მეომრები და ცედეკიას იერიხოს ველზე დაეწივნენ, შეიპყრეს და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს მიჰგვარეს რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, და მანაც განაჩენი გამოუტანა მას.
6
რიბლაში თვალწინ დაუხოცა ბაბილონის მეფემ ცედეკიას ძენი; და ასევე იუდას ყველა წარჩინებულნიც დახოცა ბაბილონის მეფემ.
7
ცედეკიას კი თვალები დასთხარა და ხუნდები დაადო ბაბილონში წასაყვანად.
8
მეფის სასახლე და ხალხის სახლები ცეცხლს მისცეს ქალდეველებმა და იერუსალიმის კედლები დაანგრიეს.
9
დანარჩენი ხალხი, ვინც ქალაქში გადარჩა, და ისინი, ვინც მის მხარეზე გადავიდნენ, და სხვა გაქცეულებიც, ბაბილონში გადაასახლა ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა.
10
ღარიბი ხალხი, რომელთაც არაფერი გააჩნდათ, დატოვა ნებუზარადან ქონდაქართუხუცესმა, იუდეის ქვეყანაში და მალე დაურიგა ადგილ-მამულები.
11
იერემიაზე კი ასე უბრძანა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ნებუზარადანს, ქონდაქართუხუცესს:
12
წაიყვანე იგი და თვალი გეჭიროს მასზე, ცუდი არაფერი უყო, არამედ, როგორც გეტყვის, ისე მოექეცი.
13
ქონდაქართუხუცესმა ნებუზარადანმა და საჭურისთუხუცესმა ნებუშაზბანმა და მოგვთა უფროსმა ნერგალ-სარეცერმა და ბაბილონის მეფის ყველა მთავარმა,
14
გაგზავნეს იერემიას წამოსაყვანად. წამოიყვანეს იერემია ყარაულთა ეზოდან და გადასცეს გედალიას, ახიკამის ძეს, შაფანის შვილიშვილს, რომ წაეყვანა იგი სახლში; და დარჩა იგი საცხოვრებლად თავის ხალხში.
15
და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ყარაულთა ეზოში მისი პატიმრობისას:
16
წადი და ასე უთხარი ქუშელ ყებედ-მელექს: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: მოვაწევ ამ ქალაქზე ჩემს სიტყვებს საუბედუროდ და არა სასიკეთოდ; დადგება დღე და ამს შენი თვალითა ნახავ.
17
მაგრამ შენ გადაგარჩენ იმ დღეს, – ამბობს უფალი, – და არ ჩავარდები იმ ხალხის ხელთ, ვისიც გეშინია,
18
რადგან მე გიხსნი შენ. შენ არ დაეცემი მახვილით, და ნადავლად გექნება შენი სული, რადგან შენ ჩემით სასოობდი, – ამბობს უფალი.
← Chapter 38
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 40 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52