bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 19
Jeremiah 19
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 20 →
1
ასე ამბობს უფალი: წადი და იყიდე მეთუნისგან თიხის დოქი; თან წაიყვანე ხნიერი ხალხი და მღვდლების უხუცესნი.
2
გადი ბენ-ჰინომის ველზე, რომელიც ხარშითის კარიბჭის გარეთ არის, და თქვი იქ ის სიტყვები, რომლებსაც მე გეტყვი.
3
და თქვი: ისმინეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფენო და იერუსალიმის მკვიდრნო! ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მე მოვავლენ ამ ადგილას ისეთ უბედურებას, რომ მის გამგონეს ყურები ჟუილს დაუწყებს,
4
იმის გამო, რომ მათ მიმატოვეს მე და უცხო ღმერთებეს დაუთმეს ეს ადგილი და აქ უკმევენ უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ არც თვითონ და არც მათი მამები, და არც იუდას მეფენი; და მორწყეს ეს ადგილი უდანაშაულოთა სისხლით.
5
და მოუწყვეს ბაყალს მაღლობები, რათა ცეცხლში დაეწვათ თავიანთი ძენი ბაყალის სრულადდასაწველ მსხვერპლად, რაც მე არ მიბრძანებია მათთვის და არ მითქვამს, და გულშიც არ გამივლია.
6
ამიტომ აჰა, მოდის დღეები, – ამბობს უფალი, – და აღარ ერქმევა ამ ადგილს თოფეთი ანუ ბენ-ჰინომის ველი, არამედ სასაკლაო ველი.
7
და ჩავშლი ამ ადგილას იუდაელთა და იერუსალიმელთა გეგმებს, და მახვილით დავცემ მათ მათი მტრების წინ და მათი სულის მაძიებელთა ხელით, და მათ გვამებს ცის ფრინველთა და ტყის ნადირთა საჯიჯგნად გავხდი.
8
და ვაქცევ ამ ქალაქს საშინელებად და დასაცინად. და ყოველი იქ გამვლელი შეძრწუნდება და დაუსტვენს მისი ნანგრევების მნახველი.
9
კბილით დავაჭმევ აქ მცხოვრებთ თავის ძეთა და ასულთა ხორცს; და ყოველი კაცი თავისი მოყვასის ხორცს შეჭამს მტერთაგან და მათი სულის მაძიებელთაგან ალყასა და გასაჭირში მყოფი.
10
და დაამსხვრიე დოქი თანწამოყოლილი ხალხის თვალწინ,
11
და უთხარი მათ: ასე თქვა-თქო ცაბაოთ უფალმა: ასე დავამსხვრევ ამ ხალხს და ამ ქალაქს, როგორც ამსხვრევენ თიხის ჭურჭელს, რომლის შეკოწიწებაც აღარ მოხერხდება, და თოფეთში დამარხავენ მათს მკვდრებს, სხვა დასამარხი ადგილი რომ აღარ დარჩება ქალაქში.
12
ასე მოვექცევი ამ ადგილს და მის მკვიდრთ, – ამბობს უფალი, – თოფეთივით ვაქცევ ამ ქალაქს.
13
და იერუსალიმის სახლები და იუდას მეფეთა სახლები თოფეთივით შეილანძღება, რადგან ყოველი სახლის ბანზე ცის მხედრობას უკმევენ და საღვრელს უღვრიან უცხო ღმერთებს.
14
და მოვიდა იერემია თოფეთიდან, სადაც ის უფალმა წინასწარმეტყველებისთვის გააგზავნა, და დადგა ის უფლის ტაძრის ეზოში და აუწყა მთელ ხალხს:
15
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მე მომაქვს ამ ქალაქისათვის და იუდეის მთელი ქალაქებისთვის ყველა ის უბედურება, რომლითაც დავემუქრე მათ, რადგან ქედი არ მოიხარეს ჩემი სიტყვების მოსასმენად.
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52