bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 50
Jeremiah 50
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 49
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 51 →
1
სიტყვა, რომელიც თქვა უფალმა ბაბილონზე და ქალდეველთა ქვეყანაზე იერემია წინასწარმეტყველის პირით:
2
გამოაცხადეთ და ასმინეთ ხალხებში, და აღმართეთ ალამი, ასმინეთ, ნუ დაფარავთ, თქვით: აღებულია ბაბილონი, შერცხვენილია ბელი, დალეწილია მეროდაქი, შერცხვენილია მისი კერპები, დამსხვრეულია მათი ძეგლები!
3
რადგან მის წინააღმდეგ აღდგა ხალხი ჩრდილოეთიდან, უდაბნოდ აქცევს მის ქვეყანას და არ დარჩება მასში მცხოვრები, კაციან პირუტყვიანად ყველა წავა და გადაიხვეწება.
4
იმ დღეებში და იმ დროს, – ამბობს უფალი, – მოვლენ ისრაელიანები, ისინი და იუდაელნი ერთად ივლიან მოთქმით და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს.
5
სიონის გზას იკითხავენ, აქეთ მოაქცევენ პირს და იტყვიან: მოდით და შევეკრათ უფალს, საუკუნო კავშირით, რომელიც არ იქნება დავიწყებული.
6
გზააბნეულ ფარას ჰგავს ჩემი ერი, მათმა მწყემსებმა აუბნიეს გზა, მთებზე ახეტიალებენ; მთიდან ბორცვებზე გადადიან, დაივიწყეს თავისი ბინა.
7
ყველას ლუკმა იყვნენ, ვისაცკი გადაეყრებოდნენ. მათი მტრები ამბობდნენ: ბრალი არა გვაქვს, რადგან მათ შესცოდეს უფალს, უფალს – სიმართლის სავანეს, და უფალს – მათი მამების იმედს.
8
დაიძარით ბაბილონიდან და ქალდეველთა ქვეყნიდან გამოდით; და იქნებით, როგორც ფარის წინამძღოლი ვაცები,
9
რადგან, აჰა, მე გამოვაღვიძებ და აღვძრავ ბაბილონზე დიდი ხალხების ურდოებს ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დაჯარდებიან ისინი მის წინააღმდეგ და ტყვედ ჩაიგდებენ; მათი ისრები ხელოვანი მეომრის ისრებია და ფუჭად არ ბრუნდებიან უკან.
10
ქალდეველთა ქვეყანა მათი ნადავლი გახდება და გაძღება ყველა მისი მძარცველი, – ამბობს უფალი.
11
რადგან გიხაროდათ და ილხენდით, ჩემი სამკვიდრებლის ყაჩაღებო; რადგან გასუქდით, როგორც დეკეული მწვანეზე, და ბედაურებივით ჭიხვინებდით.
12
შერცხვენილი დარჩება დედათქვენი, გაწითლდება თქვენი მშობელი; აჰა, ხალხების მომავალი – უდაბნო, ურწყული და ტრამალი.
13
უფლის რისხვის გამო აღარ დასახლდება და მთლიანად უდაბნოდ იქცევა. ბაბილონზე გამვლელი ყოველი კაცი გაოცდება და დაუსტვენს მისი წყლულების შემხედვარე.
14
გარსშემოეწყვეთ ბაბილონს, ყველა მშვილდის მომჭიმელნო, დაუშინეთ ისრები, ნუ დაინანებთ, რადგან შესცოდა მან უფალს.
15
დასჭექეთ მის ირგვლივ! ხელები ჩამოსწყდა მას, დაიქცა მისი ბურჯები, დაირღვა მისი ზღუდე, რადგან უფლის შურისგებაა ეს; შური იძიეთ მასზე, როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით მას!
16
მხვნელ-მთესველი მოსპეთ ბაბილონში და ნამგლის ამღები მკათათვეში. ყველამ თავის ერს მიაშუროს და ყველა თავის ქვეყანაში გაიქცეს ბასრი მახვილის შიშით.
17
გაფანტული ცხვარია ისრაელი; ლომებმა დააფრთხეს ის. ჯერ აშურის მეფე ჭამდა მას, ბოლოს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაუმტვრია ძვლები.
18
ამიტომ ასე თქვა ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა: მე დავსჯი ბაბილონის მეფეს და მის ქვეყანას, როგორც დავსაჯე მეფე აშურისა.
19
კვლავ დავაბრუნებ მე ისრაელს თავის საძოვრებზე და იბალახებს ქარმელზე და ბაშანზე, და ეფრემისა და გალაადის მთებზე გაძღება მისი სული.
20
იმ დღეებში და იმ დროს, – ამბობს უფალი, – ძებნას დაუწყებენ ისრაელის ურჯულოებას და აღარ იქნება იგი, და იუდეის ცოდვებს და ვერ იპოვნიან, რადგან მივუტევებ მათ, ვისაც ცოცხლად დავტოვებ.
21
მერათაიმის ქვეყანას დაეცი და ფეკოდის მცხოვრებთ და ააოხრე და გაანადგურე ყველაფერი მათ შემდეგ, – ამბობს უფალი, – და გააკეთე ყოველივე ისე, როგორც მე გიბრძანე.
22
ბრძოლის კიჟინაა ქვეყანაში და დიდია ნგრევა.
23
როგორ გადატყდა და დაიმსხვრა ურო მთელი ქვეყნისა! როგორ იქცა ბაბილონი ხალხთა შიშის დამცემი!
24
მახე დაგიგე და შეპყრობილი ხარ, ბაბილონო, შენ კი ვერც მიხვდი. მოგძებნეს და შეგიპყრეს კიდეც, რადგან უფალს აუჯანყდი.
25
გახსნა უფალმა თავისი საცავი და გამოიტანა თავისი რისხვის საჭურველი, რადგან უფალს, ცაბაოთ ღმერთს ანგარიში აქვს ქალდეველთა ქვეყანასთან.
26
შედით იქ ქვეყნის ყოველი კიდიდან, გახსენით მისი ბეღლები, გალეწეთ იგი ბზესავით და მოსრეთ სრულიად, რათა აღარ დარჩეს მისი ნატამალი.
27
მახვილს მიეცით მისი ხარები, ჩარეკეთ სასაკლაოზე! ვაი მათ, რადგან დადგა მათი დღე, ჟამი მათი განკითხვისა.
28
გაქცეულთა და ლტოლვილთა ხმაა ბაბილონის ქვეყნიდან, რათა სიონზე გამოაცხადონ უფლის, ჩვენი ღმერთის შურისგება მისი ტაძრის სანაცვლოდ.
29
მოუხმეთ ბაბილონის წინააღმდეგ მოისართ, ყველა მშვილდის მომჭიმელმა დაიბანაკოს მის ირგვლივ, რათა არ იყოს მისი ხსნა, მისი საქმისამებრ მიუზღეთ მას; როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით, რადგან გაუმედიდურდა უფალს, ისრაელის წმიდას.
30
ამიტომ მისი ჭაბუკნი მის მოედნებზე დაეცემიან და ყველა მისი მებრძოლი დაიღუპება იმ დღეს, – ამბობს უფალი.
31
აჰა, მოვდივარ შენზე, გულზვიადო, – ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, – რადგან დადგა შენი დღე, ჟამი შენი განკითხვისა!
32
და წაიბორძიკებს გამედიდურებული და დაეცემა; არავინ იქნება მისი ამყენებელი; ცეცხლს მივცემ მის ქალაქებს და ის შეჭამს მის დაბა-სოფლებს.
33
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ემძლავრებიან ისრაელიანთ და იუდეის ძეთ; მოძალადეებს მაგრად უჭირავთ ისინი და არ უნდათ მათი გაშვება.
34
მაგრამ ძლიერია მათი გამომხსნელი, უფალი ცაბაოთია მისი სახელი, ის განიკითხავს მათ საქმეს, რათა შვებით ამოასუნთქოს ქვეყანას და ძრწოლა მოჰგვაროს ბაბილონის მკვიდრთ.
35
მახვილი ქალდეველებს, – ამბობს უფალი, – და ბაბილონის მცხოვრებთ, მის მთავრებს და მის ბრძენთ!
36
მახვილი მისნებს და შეიშლებიან ისინი; მახვილი მის მამაცებს და დაფრთხებიან ისინი;
37
მახვილი მის ცხენებს და მის ეტლებს და ყველა მის უცხოტომელს, რომლებიც იქ მწირობენ, და დადედლდებიან ისინი; მახვილი მის საგანძურებს და გაიძარცვებიან ისინი;
38
გვალვა მის წყლებს და დაშრებიან, რადგან კერპთა ქვეყანაა ის და შეიშლებიან ისინი კერპებისაგან!
39
ამიტომ დაიბუდებს იქ ველის ნადირი აფთრებთან ერთად, და დაიბუდებს იქ სირაქლემა. და აღარ დასახლდება ის აღარასოდეს და იქნება უკაცური თაობიდან თაობამდე.
40
როგორც ღვთისგან დაქცეული სოდომი და გომორაა და მათი ახლო ქალაქები, – ამბობს უფალი, – ასევე იქაც კაციშვილი არ იცხოვრებს და ადამის ძე არ დასახლდება მასში.
41
აჰა, ხალხი მოდის ჩრდილოეთიდან, დიდი ხალხი, და მრავალი მეფეები აღდგებიან ქვეყნის კიდეებიდან.
42
მშვილდი და ლახვარი უჭირავთ ხელთ; სასტიკნი არიან და უწყალონი, მათი ხმა ზღვასავით გრგვინავს და ცხენებზე ამხედრებულან; როგორც ერთი, მზად არიან შენთან საომრად, ბაბილონის ასულო!
43
მოესმა ბაბილონის მეფეს მათი ამბავი და ხელები დაუძაბუნდა, ტკივილმა შეიპყრო, კრუნჩხვებმა დაუარეს მშობიარე ქალივით.
44
ლომივით წამოვიდა იგი იორდანეს შამბნარებიდან საძოვრებისაკენ; მე წამში გავაქცევ მათ იქიდან და ჩემს რჩეულს დავადგენ მასზე; რადგან ვინ არის ჩემი მსგავსი და ვინ დამიწესებს ჟამს? და რომელი მწყემსი დამიდგება წინ?
45
ამიტომ ისმინეთ უფლის განაჩენი, რაც ბაბილონს განუჩინა და მისი ზრახვები, რაც ქალდეველთა ქვეყნის წინააღმდეგ განიზრახა. ნახეთ, თუ არ დაიტაცონ კრავები ფარებიდან, თუ მათთან ერთად არ გააჩანაგოს მათი ფარეხები!
46
და შეზანზარდება დედამიწა, როცა ხმა გაისმება: ბაბილონი დაეცაო და კივილის ხმა გავარდება ხალხებში.
← Chapter 49
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 51 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52