bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 41
Jeremiah 41
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 40
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 42 →
1
და იყო მეშვიდე თვეს: იშმაყელი, ძე ნეთანიასი, ძისა ელიშამაყისა, სამეფო მოდგმიდან, და მეფის დიდებულნი და ათი კაცი მასთან ერთად, მოვიდნენ მიცფაში გედალია ახიკამის ძესთან; და ჭამეს იქ პური ერთად, მიცფაში.
2
და ადგა იშმაყელ ნეთანიას ძე – ის და მასთან მყოფი ათი კაცი და მახვილით დასცეს გედალია, ძე ახიკამისა, ძისა შაფანისა; მოკლეს კაცი, ვინც ბაბილონის მეფემ დანიშნა ქვეყნის განმგებლად.
3
და ასევე დახოცა იშმაყელმა ყველა იუდაელი, რომლებიც გედალიასთან იყვნენ მიცფაში, და ქალდეველი მეომრები, რომლებიც აგრეთვე იქ იმყოფებოდნენ.
4
გედალიას მკვლელობის მეორე დღეს, როცა არავინ არაფერი იცოდა ამის შესახებ,
5
მოვიდნენ კაცები შექემიდან, შილოდან და სამარიიდან – 80 წვერგაპარსული, სამოსელშემოგლეჯილი და ტანდაკოდილი, ძღვენითა და გუნდრუკით ხელში უფლის სახლში მისატანად.
6
და გამოვიდა იშმაყელი, ნეთანიას ძე, მიცფადან მათ შესაგებებლად, მოდიოდა და ტიროდა; და როდესაც მათ შეხვდა, უთხრა: შედით გედალია ახიკამის ძესთან.
7
და როგორც კი ქალაქში შევიდნენ იშმაყელ ნეთანიას ძემ და მისმა კაცებმა დახოცეს ისინი, და ჭაში ჩაყარეს.
8
მაგრამ ათი კაცი იყო მათ შორის, რომლებმაც უთხრეს იშმაყელს: ნუ დაგვხოცავთ, რადგან ჩვენ გადამალული გვაქვს მინდორში ხორბალი და ქერი, ზეთი და თაფლი. და ისიც გაჩერდა და არ დახოცა ისინი მათ მოძმეებთან ერთად.
9
ორმო კი, რომელშიც იშმაყელმა ჩაყარა ყველა იმ კაცთა გვამები, რომლებიც დახოცა გედალიას გამო, სწორედ ის იყო, მეფე ასამ რომ ამოთხარა ისრაელის მეფის, ბაყაშას, შიშით; დახოცილებით გაავსო იშმაყელმა, ნეთანიას ძემ, ის ორმო.
10
და დაატყვევა იშმაყელმა ხალხის მთელი ნატამალი, რომელიც მიცფაში დარჩა: მეფის ასულნი და მიცფაში დარჩენილი ხალხი, რომელებიც ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, ჩააბარა გედალია ახიკამის ძეს, ტყვედ წაასხა იშმაყელ ნეთანიას ძემ, და წავიდა ყამონიანებთან გადასასვლელად.
11
და გაიგეს იოხანან კარეახის ძემ და ყველა მხედართმთავარმა, რომლებიც მასთან იყვნენ, ყველა ის ბოროტება, რაც იშმაყელ ნეთანიას ძემ ჩაიდინა,
12
და გაიყვანეს ყველა კაცი და წავიდნენ იშმაყელ ნეთანიას ძესთან საბრძოლველად და იპოვეს იგი დიდ წყლებთან, რომლებიც გიბეონშია,
13
და გაიხარა მთელმა ხალხმა, რომელიც იშმაყელთან იყო, როდესაც დაინახა იოხანან კარეახის ძე და ყველა მხედართმთავარი, რომლებიც მასთან იყვნენ.
14
და მთელმა ხალხმა, რომელიც იშმაყელს ტყვედ ჰყავდა მიცფადან წამოყვანილი, პირი იბრუნა და წავიდა იოხანანთან, კარეახის ძესთან.
15
მაგრამ იშმაყელ ნეთანიას ძემ რვა კაცით დააღწია თავი იოხანანს და წავიდა ყამონიანებთან.
16
წაიყვანეს იოხანან კარეახის ძემ და მასთან მყოფმა მხედართმთავრებმა ხალხის მთელი ნატამალი, რომელიც ტყვედ წამოასხა მიცფადან ისმაელ ნეთანიას ძემ გედალია ახიკამის ძის მოკვლის შემდეგ, მათ შორის: მამკაცები, მეომრები, ქალები და ბავშვები და საჭურისები, რომლებიც გიბეონიდან დააბრუნა.
17
წავიდნენ ისინი და დადგნენ გერუთ-ქიმჰამში, რომელიც ბეთლემთან იყო, რათა წასულიყვნენ ეგვიპტეში და
18
გარიდებოდნენ ქალდეველებს, რადგანაც მათი ეშინოდათ, ვინაიდან იშმაყელ ნეთანიას ძემ მოკლა გედალია ახიკამის ძე, რომელსაც ბაბილონის მეფემ ჩააბარა იუდეის ქვეყანა.
← Chapter 40
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 42 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52