bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 3
Jeremiah 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 4 →
1
უფალი ამბობს: „თუ კაცი გაუშვებს თავის ცოლს, მისგან წავა და სხვა კაცს გაჰყვება, განა კიდევ დაიბრუნებს ეს კაცი იმ ცოლს? განა სიბილწით არ შეიბილწება ის ქვეყანა? შენ კი მეძაობდი მრავალ საყვარელთან და ახლა გინდა დაბრუნდე ჩემთან? – სიტყვა უფლისა. –
2
მიაპყარ თვალი ხრიოკ მაღლობებს და ნახე, სად არ უმრუშიათ შენთან? გზის პირას უჯექი მოგზაურთ, როგორც არაბი უდაბნოში; და შებილწე ქვეყანა შენი გარყვნილებითა და შენი ბოროტებით.
3
ამიტომაც შეწყდა წვიმები და გაზაფხულის წვიმაც არ მოსულა, მაგრამ შენ შუბლის ძარღვი გქონდა გაწყვეტილი, სირცხვილი დაივიწყე.
4
წეღან არ იყო, რომ მეძახდი: ‘ჩემო მამავ, ჩემი სიყმაწვილის წინამძღვარი ხარ!
5
ნუთუ მუდამ იმრისხანებს უფალი? ან სამარადისოდ ჩაიმარხავს გულში რისხვას?’ – აი, ასე ამბობ შენ, ბოროტებას კი სჩადიხარ, რაც კი შეგიძლია!“
6
მითხრა მე უფალმა იოშია მეფის დღეებში: შენ თუ ნახე, რა გააკეთა განდგომილმა, ისრაელის ასულმა? მიდიოდა ის ყოველ მაღალ გორაკზე და ყოველი ფოთლოვანი ხის ქვეშ მეძაობდა.
7
მე ვამბობდი: ყოველივე ამის გაკეთების შემდეგ მობრუნდება-მეთქი ჩემსკენ; მაგრამ არ მობრუნებულა; და ამას ხედავდა მისი მოღალატე და – იუდა.
8
ნახა, რომ გარყვნილების გამო გავუშვი ისრაელის განმდგარი ასული და მივეცი გაყრილობის ბარათი, მაგრამ არ შეშინებია მის მოღალატე დას – იუდას, და ისიც წავიდა და მეძაობდა.
9
და თავისი საქვეყნო სიძვით შებილწა ქვეყანა. და მრუშობდა ქვასთან და ხესთან.
10
და მაინც არ მოიქცა ჩემსკენ წრფელი გულით იუდა, მისი მოღალატე და, არამედ მხოლოდ თვალთმაქცურად მოიქცა, – ამბობს უფალი.
11
და მითხრა მე უფალმა: ისრაელის განდგომილი ასული, მოღალატე იუდაზე უფრო მართალია.
12
წადი და გამოუცხადე ეს სიტყვები ჩრდილოეთს და თქვი: მობრუნდი, ისრაელის განდგომილო ასულო, – მე არ მოვაწევ თქვენზე რისხვას, რადგან მოწყალე ვარ, – ამბობს უფალი, – და არ ვიმრისხანებ სამუდამოდ.
13
ოღონდ აღიარე შენი დანაშაული, რომ განუდექი შენს უფალ ღმერთს და უზნეობდი უცხოთესლთან ყოველი ფოთლოვანი ხის ქვეშ და ჩემს ხმას არ უსმენდით, – ამბობს უფალი.
14
მობრუნდით, განდგომილო ძენო, – ამბობს უფალი, – რადგან მე ვარ თქვენი პატრონი. თითოს გამოგიყვანთ ყოველი ქალაქიდან, ორ-ორს – ყოველი ტომიდან და მოგიყვანთ სიონში.
15
და მოგიჩენთ ჩემი გულის სასურველ მწყემსებს და დაგმწყემსავენ თქვენ ცოდნითა და კეთილგონივრულად.
16
და როდესაც გამრავლდებით და ინაყოფიერებთ ამ მიწაზე, იმ დღეებში, – ამბობს უფალი, – და აღარ იტყვიან მეტად: კიდობანი უფლის აღთქმისაო. აღარ იფიქრებენ მასზე, არ მოინაკლისებენ, და სხვა კიდობანს აღარ გააკეთებენ.
17
იმ დროს იერუსალიმს უწოდებენ უფლის ტახტს; და ყველა ხალხები თავსმოიყრიან იერუსალიმში და მეტად აღარ აჰყვებიან თავისი გულის ბოროტ ზრახვებს.
18
იმ დღეებში მივა იუდას სახლი ისრაელის სახლთან და ერთად წავლენ ჩრდილოეთის ქვეყნიდან, იმ ქვეყანაში, რომელიც მე დავუმკვიდრე თქვენს მამებს.
19
და მე ვთქვი: როგორ ჩაგთვალო ჩემს შვილად და როგორ მოგცე შენ სანატრელი ქვეყანა, უმშვენიერესი სამკვიდრებელი ხალხებისა? და ვთქვი: მამას დამიძახებ და აღარ განდგები ჩემგან.
20
მართლაც, როგორც ცოლი ღალატობს თავის ქმარს, ისე მიღალატე შენ, ისრაელის სახლო! – ამბობს უფალი.
21
მაღლობებზე გაისმის ხმა ისრაელიანთა მოთქმისა, რადგან მათ გაიმრუდეს გზა და დაივიწყეს უფალი, მათი ღმერთი.
22
მობრუნდით, განდგომილო ძენო, მე განვკურნავ თქვენს ურჩობას! – აჰა, ჩვენ მოვდივართ შენთან, რადგან შენა ხარ უფალი, ჩვენი ღმერთი.
23
მართლაც, ამაოდ გვქონდა იმედი ბორცვების და უამრავი გორაკებისა; მართლაც უფალში, ჩვენს ღმერთში, არის ისრაელის ხსნა.
24
ჩვენი სიყმაწვილიდან ეს სისაძაგლე ჭამდა ჩვენი მამების ნაჯაფარს, მათ ცხვარსა და ძროხას, მათ ძეთა და ასულთ.
25
ჩვენი სისაძაგლით დავისვარეთ და ჩვენი სირცხვილი გვახურავს ზედ, რადგან უფალს, ჩვენს ღმერთს, ვცოდავდით ჩვენ და ჩვენი მამები ჩვენი სიყმაწვილიდან დღევანდელ დღემდე, და არ ვუსმენდით ჩვენი უფალი ღმერთის ხმას.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52