bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 46
Jeremiah 46
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 45
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 47 →
1
უფლის სიტყვა, რომელიც იყო წინასწარმეტყველ იერემიასადმი ნათქვამი ხალხებზე.
2
ეგვიპტეზე და ეგვიპტის მეფის, ფარაონ ნექოს, ლაშქარზე, რომელიც მდინარე ევფრატზე ქარქემიშში დაამარცხა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა იუდეის მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის, მეფობის მეოთხე წელს.
3
მოამზადეთ ფარ-შუბები და წადით საომრად.
4
შეკაზმეთ ცხენები და ამხედრდით, მხედრებო, და გამოეწყვეთ მუზარადებში, გალესეთ შუბები და ჩაიცვით ჯაჭვ-ჯავშანი.
5
ეს რასა ვხედავ! ნუთუ იძლივნენ და უკან იხევენ? მათი მამაცნი კი შეიმუსრნენ და გარბიან უკანმოუხედავად? საშინელებაა ირგვლივ, – ამბობს უფალი.
6
ვერც ფეხმარდი გაიქცევა, ვერც მამაცი დააღწევს თავს; ჩრდილოეთით, მდინარე ევფრატთან, წაიბორძიკებენ და დაეცემიან ისინი.
7
ვინაა ეს ნილოსივით რომ ადიდებულა, ღვარცოფივით რომ მოჰქუხს?
8
ეგვიპტე ნილოსივით ადიდებულა და ღვარცოფივით მოჰქუხს. და ამბობს ის: მე გადმოვხეთქავ ნაპირებს და წავლეკავ ქვეყანას, დავღუპავ ქალაქებსა და იქ მცხოვრებთ.
9
გაჭენდით ცხენებო და გაქროლდით ეტლებო! და გამოდით, მამაცო ფარისმტვირთველო ქუშელნო და ფუტელნო, ლუდელნო, მოისარნო და მშვილდის მომჭიმელნო!
10
რადგან ეს დღე არის ცაბაოთ უფლის, ჩვენი ღმერთის, შურისგების დღე, რათა შური იძიოს თავის მტრებზე; და მახვილი შეჭამს და გაძღება მათი სისხლით; რადგან ეს იქნება უფლის მსხვერპლშეწირვა ჩრდილოეთის ქვეყანაში, ევფრატის პირას.
11
ადი გალაადზე და აიღე ბალზამი, ქალწულო, ეგვიპტის ასულო; ამაოდ ახვავებ წამლებს, აღარაფერი გეშველება.
12
გაიგონეს ხალხებმა შენი შერცხვენა და შენმა კივილმა აავსო ქვეყანა, როცა მამაცი მამაცს შეეჯახა და ორივენი ერთად დაეცნენ.
13
სიტყვა, რომელიც უფალმა უთხრა იერემია წინასწარმეტყველს ეგვიპტის ქვეყნის დასამხობად ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მოსვლაზე:
14
აუწყეთ ეგვიპტეში და ასმინეთ მიგდოლში, გააგონეთ ნოფში და თახფანხესში, და თქვით: წამოდექი და მოემზადე, რადგან მახვილი შეჭამს შენს ირგვლივ ყველაფერს.
15
რატომ დაეცა შენი მამაცი? ვერ გაუძლო, რადგან უფალმა უკუაქცია.
16
მან გაამრავლა დაცემულნი, ერთმანეთზე ეცემოდნენ და ამბობდნენ: ადექით და დავუბრუნდეთ ჩვენს ხალხს და ჩვენს სამშობლო ქვეყანას, გავერიდოთ ბასრ მახვილს.
17
და გაჰყვირიან იქ: ფარაონი, ეგვიპტის მეფე, გახელდა; მას გამოეპარა დათქმული ჟამი.
18
ისე მე ვიცოცხლო, – ამბობს მეფე, – რომლის სახელია ცაბაოთ უფალი; რადგან, როგორც თაბორი დგას მთებს შორის და როგორც ქარმელია ზღვასთან, ისე ვიცი, რომ მოვა ის.
19
გადასახლებულის ბარგი დაიმზადე, ეგვიპტის ასულის მკვიდრო, რადგან ნოფი აოხრდება და გაჩანაგდება, კაცის ჭაჭანება არ დარჩება იქ.
20
ჩრდილოეთიდან მტერი დაეცემა მშვენიერ ეგვიპტეს, ვით კრაზანა დეკეულს.
21
მისი დაქირავებული ჯარიც, ნასუქალი ხბორებივით რომ იყვნენ, ვერ დადგა, უკუიქცა და გაიქცა, რადგან მათი დაღუპვის დღე მოვიდა, ჟამი მათი დასჯისა.
22
მისი ხმა გველის სისინის მსგავსი იქნება, რადგან ლაშქრით დადიან და ცულებით მოადგნენ, ხის მჭრელებივით.
23
გაჩეხავენ მის ტყეს, – ამბობს უფალი, – რადგან გაუვალია ის; რადგან კალიაზე მეტად გამრავლდნენ, სათვალავი არა აქვთ.
24
შერცხვენილია ეგვიპტის ასული, ჩრდილოელთ ჩაუვარდა ხელში.
25
და ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მე დავსჯი ამონს თებეში, და ფარაონს და ეგვიპტეს და მის ღმერთებს და მის მეფეებს, ფარაონს და მასზე მინდობილთ!
26
და გადავცემ მათ მათი სულის მაძიებელთა ხელთ, და ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, ხელთ, და მის მსახურთა ხელთ და ამის შემდეგ დასახლდება ის, როგორც პირვანდელ დღეებში. – ამბობს უფალი.
27
შენ კი ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, და ნუ დაფრთხები, ისრაელ, რადგან მე გიხსნი შენ შორიდან და შენს მოდგმას მისი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი და იცხოვრებს წყნარად და მშვიდად, და არ ეყოლება შემშინებელი.
28
ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, – ამბობს უფალი, – რადგან მე შენთანა ვარ. მე მოვსპობ ყველა ხალხს, რომლებთანაც გაგაძევე, შენ კი არ მოგსპობ, მხოლოდ მოგარჯულებ სამართლისამებრ, მაგრამ დაუსჯელიც არ დამრჩები.
← Chapter 45
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 47 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52