bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 21
Jeremiah 21
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 22 →
1
სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან ნათქვამი, როდესაც ცედეკიამ გააგზავნა მასთან ფაშხური, მალქიას ძე, და ცეფანია, მაყასეია მღვდლის ძე, რომ ეთქვათ მისთვის:
2
ჰკითხე უფალს ჩვენზე, რადგან ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი გარს მოგვადგა. იქნებ უფალმა ჩვენთვის მოახდინოს თავის სასწაულთა მსგავსი რამ სასწაული, რომ უკუიქცეს ჩვენგან ნაბუქოდონოსორი.
3
და უთხრა მათ იერემიამ: უთხარით ცედეკიას:
4
ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მე წაგართმევთ საჭურველს, რომელიც თქვენს ხელთაა, რომლითაც თქვენ ეომებით ბაბილონის მეფეს და ქალდეველთ, რომელთაც ალყა შემოარტყეს თქვენს გალავნებს. და დავყრი იმ იარაღს ამ ქალაქის შუაგულში.
5
და მე თვითონ ვიომებ თქვენს წინააღმდეგ აღმართული მკლავით და ძლიერი მარჯვენით და გულისწყრომითა და დიდ მრისხანებით.
6
და დავცემ მე ამ ქალაქის მცხოვრებთ, კაცსა და პირუტყვს, და მოისრებიან ისინი შავი ჭირით.
7
და ამის შემდეგ, – ამბობს უფალი, – ჩავყრი ცედეკიას, იუდას მეფეს და მის მსახურთ, და ამ ქალაქის მცხოვრებთ, ვინც შავ ჭირს, მახვილსა და შიმშილს გადაურჩება, ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, ხელში, და სხვა მტერთა ხელში, და მათი სულის მაძიებელთა ხელში; და დასცემს ის მათ მახვილის პირით, არ დაინდობს, არ შეიბრალებს და არ შეიწყალებს მათ!
8
ამ ხალხს კი უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, მე გაძლევთ სიცოცხლის გზას და სიკვდილის გზას.
9
ვინც ამ ქალაქში დარჩება მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით მოისრება, ხოლო ვინც გავა და ქალდეველთ ჩაბარდება, რომელთაც ალყაში მოგიქციეს, ცოცხალი გადარჩება და მისი ცოცხლად გადარჩენა იქნება მისი ჯილდო.
10
რადგან ამ ქალაქისკენ მივაქციე სახე უბედურებისათვის და არა სიკეთისათვის, – ამბობს უფალი, – ბაბილონის მეფის ხელთ გადაეცემა იგი და ის ცეცხლით გადაბუგავს მას.
11
იუდას მეფის სახლს კი უთხარი: ისმინეთ-თქო უფლის სიტყვა:
12
დავითის სახლო! – ასე ამბობს უფალი: დილითვე საჯეთ სამართალი და გადაარჩინეთ მძარცველის ხელით მიტაცებული, ვიდრე ცეცხლივით აბრიალდება ჩემი რისხვა, აგიზგიზდება და არავინ იქნება ჩამქრობი თქვენი ავკაცობის გამო.
13
აჰა, შენზე მოვდივარ, ველის მკვიდრო, დაბლობის კლდეო! – ამბობს უფალი, – რომ გაიძახით: ვინ დაგვესხმის და ვინ გაბედავს შინ შემოგვეჭრასო?
14
მე მოგკითხავთ თქვენი ნამოქმედარის ნაყოფისამებრ, – ამბობს უფალი, – ცეცხლს მივცემ მის ტყეს და იგი ირგვლივ ყველაფერს შეჭამს.
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52