bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 44
Jeremiah 44
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 43
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 45 →
1
ეს არის უფლის სიტყვა იერემიას მიმართ თქმული ყველა იეუდაელზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ეგვიპტის ქვეყანაში – მიგდოლსა და თახფანხესში, ნოფსა და ფათროსის მიწაზე.
2
ასე თქვა ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა: თქვენ იხილეთ ყველა ის უბედურება, რაც მე მოვაწიე იერუსალიმსა და იუდეის ყველა ქალაქს, და აოხრებულია დღეს ისინი და არავინ ცხოვრობს იქ,
3
იმ ბოროტების გამო, რომელსაც ისინი ჩემს გასამწარებლად აკეთებდნენ, რომ უკმევდნენ და ემსახურებოდნენ უცხო ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობდნენ, და არ იცნობდით არც თქვენ და არც თქვენი მამები.
4
და მე გიგზავნიდით ჩემს მსახურთ – წინასწარმეტყველთ – რომ ეთქვათ: ნუ გააკეთებთ ამ სისაძაგლეს, რომელიც მე მძულს-მეთქი;
5
მაგრამ ისინი არც მისმენდნენ და ყურსაც არ იბერტყავდნენ, რომ მოქცეულიყვნენ ბოროტებიდან და არ ეკმიათ უცხო ღმერთებისათვის.
6
და გადმოინთხა ჩემი გულისწყრომა და ჩემმა რისხვამ მოიცვა იუდეის ქალაქები და იერუსალიმის ქუჩები, და ნაოხარად იქცნენ ისინი, რასაც დღესაც ხედავთ.
7
და ახლა ასე ამბობს უფალი ცაბაოთი, ისრაელის ღმერთი: რატომ უკეთებთ დიდ ბოროტებას თქვენსავე სულებს, რომ მოისპოთ სრულიად კაცი და ქალი, ყრმა და მეძუძური იუდაელთა შორის, და რომ აღარ დარჩეს თქვენი ნატამალი?
8
რატომ მაგულისებთ თქვენი ხელის ნაკეთობებით, და უკმევთ უცხო ღმერთებს ეგვიპტის ქვეყანაში, სადაც თქვენ მწირობთ? რად გინდათ რომ ამოიძირკვოთ და შესაჩვენებელი და სამარცხვინო გახდეთ ქვეყნიერების თვალში?
9
ნუთუ დაგავიწყდათ თქვენი მამების ბოროტმოქმედება, იუდეის მეფეთა ბოროტმოქმედება, მათი ცოლების ბოროტმოქმედება, თქვენი ბოროტმოქმედება და თქვენი ცოლების ბოროტმოქმედება, რაც ჩაიდინეთ იუდეის ქვეყანაში და იერუსალიმის ქუჩებში?
10
დღემდე არ დაცხრნენ ისინი და არ შეშინდნენ, არ შეუდგნენ ჩემს რჯულსა და ჩემს კანონებს, რომლებიც თქვენ და თქვენს მამებს მოგეცით.
11
ამიტომ ასე ამბობს უფალი ცაბაოთი, ისრაელის ღმერთი: მე მოვაქცევ ჩემს სახეს თქვენს წინააღმდეგ თქვენს საუბედუროდ და მთელი იუდეის ამოსაგდებად,
12
და იუდაელთა ნატამალს, რომელმაც მიაქცია პირი, რათა ეგვიპტის ქვეყანაში წასულიყო საცხოვრებლად, მთლიანად გავანადგურებ; და დაეცემიან ისინი ეგვიპტის ქვეყანაში მახვილით, შიმშილით გაწყდებიან დიდიან-პატარიანად, და საწყევარნი და საშინელებანი, საგინებლნი და სამარცხვინონი გახდებიან.
13
და დავსჯი იუდაელთ, ეგვიპტის ქვეყანაში ნებით ჩასახლებულთ, როგორც იერუსალიმი დავსაჯე მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით.
14
თავდახსნილი და გადარჩენილი არ ეყოლება იუდეის ნატამალს, რომელიც ეგვიპტის ქვეყანაში მიდის საცხოვრებლად, ვეღარ დაბრუნდებიან იუდეის მიწაზე, საითკენაც ექნებათ მუდმივი სწრაფვა სულისა, რომ დასახლდნენ იქ. მაგრამ ვეღარავინ დაბრუნდება უკან, გარდა გამოქცეულებისა.
15
და კაცებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ უცხო ღმერთებს უკმევდნენ მათი ცოლები, და ქალების დიდმა ბრბომ და ეგვიპტის ქვეყანაში, ფათროსის მიწაზე დასახლებულმა მთელმა ხალხმა ასე უპასუხა იერემიას:
16
ვერ დავუჯერებთ შენს სიტყვებს, რომლებიც უფლის სახელით გვითხარი,
17
რადგან ჩვენ ყველაფერს ჩვენი სიტყვისამებრ გავაკეთებთ, როგორც ჩვენი პირიდან გამოვიდა, და კვლავაც ვუკმევთ ცის დედოფალს და კვლავაც ვუღვრით მას საღვრელს, როგორც ვაკეთებდით ჩვენ და ჩვენი მამები, ჩვენი მეფენი და ჩვენი მთავრები იუდეის ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში; პური ძღომაზე გვქონდა და კარგად ვიყავით, და არც უბედურება გვინახავს.
18
მას შემდეგ კი, რაც შევწყვიტეთ ცის დედოფლის საპატივცემოდ გუნდრუკის კმევა და მისთვის საღვრელის ღვრა, მოგვაკლდა ყოველივე და მახვილითა და შიმშილით ვიხოცებით.
19
და როცა ცის დედოფალს ვუკმევდით და საღვრელს ვუღვრიდით, განა ჩვენი კაცების თანხმობის გარეშე ვუცხობდით მას ხმიადებს მისი გამოსახულებით და ვუღვრიდით საღვრელს?
20
და უთხრა იერემიამ მთელ ხალხს – კაცსა და ქალს და მთელ მის მოპასუხეთ:
21
განა ეს კმევა, რომელსაც თქვენ ასრულებდით იუდეის ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში, თქვენ და თქვენი მამები და თქვენი მეფენი და თქვენი მთავრები და ქვეყნის ერი, არ გაიხსენა უფალმა და არ მოაგონდა?
22
და ვეღარ შეძლო უფალმა თქვენი ბოროტი ნამოქმედარისა და თქვენი სისაძაგლეების მეტად მოთმენა, რომელსაც თქვენ სჩადიოდით, და თქვენი ქვეყანა განადგურდა და საშინელებად და საწყევარად და უკაცრიელად იქცა, როგორც დღესაა.
23
იმის გამო, რომ უკმევდით და სცოდავდით უფალს და არ ისმინეთ მისი ხმა, და მის რჯულზე და მის კანონებზე და მის მოწმობებზე არ იარეთ, ამიტომ გეწიათ თქვენ ეს უბედურება.
24
და უთხრა იერემიამ მთელ ხალხს და ყველა ქალს: ისმინეთ უფლის სიტყვა, იუდაელნო, ვინც კი ეგვიპტის ქვეყანაში ხართ,
25
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თქვენ და თქვენი ცოლები რასაც პირით ლაპარაკობდით, იმას აკეთებდით თქვენი ხელით, რომ ამბობდით: შევასრულებთო ჩვენს აღთქმებს, ცის დედოფალს კვლავაც ვუკმევთ და საღვრელსაც დავუღვრითო! – აჰა, მტკიცედ იცავთ თქვენს აღთქმებს და შურისგებითაც ასრულებთ.
26
ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, ყველა იუდაელო, ეგვიპტის ქვეყანაში დასახლებულო: მე დავიფიცე ჩემი დიდებული სახელით, – ამბობს უფალი, – თუ იქნება კიდევ ჩემი სახელი წარმოთქმული მთელს ეგვიპტის ქვეყანაში იუდაელის პირით, რომელიც იტყვის: უფალს ვფიცავო!
27
მე გავიღვიძებ მათზე საბოროტოდ და არა სასიკეთოდ; და ყოველი იუდაელი, რომელიც ეგვიპტის ქვეყანაშია, მახვილითა და შიმშილით ამოწყდება, სანამ მთლიანად არ მოისპობიან.
28
და ეგვიპტის ქვეყნიდან მახვილს თავდაღწეული მცირერიცხოვანნი იუდეის ქვეყანაში დაბრუნდებიან. და გაიგებს ეგვიპტის ქვეყანაში საცხოვრებლად მისული ყველა დანარჩენი იუდაელი, თუ ვისი სიტყვა აღსრულდება – ჩემი თუ მათი.
29
აჰა, მე გაძლევთ ნიშანს, – ამბობს უფალი, – რომ დაგსჯით თქვენ ამ ადგილას, რომ იცოდეთ, რათა აღსრულებით აღსრულდება ჩემი სიტყვები თქვენდა საუბედუროდ.
30
და ამბობს უფალი: მე გადავცემ ეგვიპტის მეფეს, ფარაონ ხოფრას, მის მტერთა და მისი სულის მაძიებელთა ხელში, როგორც ცედეკია, იუდეის მეფე, გადავეცი ბაბილონის მეფეს, ნაბუქოდონოსორს, მისი სულის მაძიებელის ხელთ.
← Chapter 43
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 45 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52