bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 12
Jeremiah 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 13 →
1
შენ მართალი ხარ, უფალო, როცა დავას დაგიწყებ, მაგრამ მაინც ვილაპარაკებ შენს სამართალზე. რატომაა ბოროტმოქმედთა გზა წარმატებული და ცრუნი რატომ არიან უზრუნველად?
2
შენ დანერგე ისინი, ფესვები გაიდგეს, გაიზარდნენ და ნაყოფიც გამოიღეს; ახლოსა ხარ შენ მათ ბაგეთაგან, მათი გულისაგან კი შორსა ხარ.
3
ხოლო მე მიცნობ, უფალო, მხედავ მე და სცდი ჩემს გულს, როგორაა შენს მიმართ. გადაარჩიე ისინი დასაკლავი ცხვრებივით და მოამზადე დაკვლის დღისათვის.
4
როდემდე უნდა გლოვობდეს მიწა და ხმებოდეს მინდვრის ბალახი? მოისრა საქონელი და ფრინველი – მიწის მკვიდრთა უკეთურების გამო, რომ ამბობენ: ის ვერ იხილავსო ჩვენს გზებს.
5
თუ შენ ქვეითებთან დარბოდი და მათ დაგქანცეს, როგორღა შეეჯიბრები ცხენებს? თუ ქვეყანაში, სადაც საშიშროება არაა, საფრთხე გაშინებს, მაშ როგორღა მოიქცევი იორდანეს აბობოქრებისას?
6
შენი ძმებიც და შენი მამისსახლიც კი გღალატობს, ისინიც სტვენით დაგდევენ უკან. ნუ ერწმუნები მათ, თუნდაც სასიკეთოს გელაპარაკებოდნენ.
7
მე დავტოვე ჩემი სახლი; დავაგდე ჩემი სამკვიდრო; ჩემი სულის სასურველი მის მტრებს ჩავუგდე ხელთ.
8
ჩემი სამკვიდრო ტყის ლომად მექცა, შემომღრიალებს; ამიტომაც მოვიძულე ის.
9
ჩემი სამკვიდრო ჭრელ ფრინველს დაემსგავსა, მტაცებელი ფრინველები ეხვევიან გარს. წადით, შეჰყარეთ ველის მხეცები, მოიყვანეთ მის შესაჭმელად.
10
მრავალმა მწყემსებმა ააოხრეს ჩემი ვენახი, გათელეს ჩემი ნაკვეთი, ჩემი დავარცხნილი ხოდაბუნები ცარიელ უდაბნოდ აქციეს,
11
გააუკაცრიელეს, იგლოვს ჩემს წინაშე გაუკაცრიელებული; გაუკაცურდა მთელი ქვეყანა, რადგან არავის მიაქვს ეს გულთან.
12
უდაბნოს ყველა ხრიოკ გორაკს მოესივნენ მძარცველნი, რადგან უფლის მახვილი ყველაფერს ჭამს ქვეყნის ერთი კიდიდან მეორემდე. ყოველმა ხორციელმა დაკარგა მშვიდობა.
13
ხორბალი დათესეს და ეკალი მოიმკეს; დაშვრნენ და სარგებელი ვერ ნახეს. შეგრცხვეთ თქვენი მოსავლისა – უფლის აგიზგიზებული რისხვის.
14
ასე ამბობს უფალი: ჩემს ყველა მეზობელს, რომლებიც აზიანებენ იმ სამკვიდრებელს, რომელიც მე დავუმკვიდრე ჩემს ერს, ისრაელს, წარვხოცავ მათი მიწიდან და იუდას მოდგმასაც გამოვიყვან მათგან.
15
და, როცა გამოვიყვან, კვლავ შევიწყალებ მათ, და დავაბრუნებ თითოეულს თავის სამკვიდრებელზე და თითოეულს თავის ქვეყანაში.
16
და თუ ისინი ისწავლიან ჩემი ხალხის გზებს, რათა დაიფიცონ ჩემი სახელით: „ცოცხალ არს უფალი!“, როგორც ბაყალის დაფიცება ასწავლეს ჩემს ერს, მაშინ ისინიც აშენდებიან ჩემს ერთან ერთად.
17
ხოლო თუ არ მომისმენენ, მაშინ სრულიად აღმოვფხვრი ამ ხალხს და მოვსპობ! – ამბობს უფალი.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52