bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 27
Jeremiah 27
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 28 →
1
იუდას მეფის ცედეკიას, იოშიას ძის, მეფობის დასაწყისში ეს სიტყვა იყო იერემიას მიმართ უფლისაგან.
2
ასე მითხრა მე უფალმა: გაიკეთე უღელი და აპეურები და დაიდგი ქედზე.
3
და ისეთივე გაუგზავნე ედომის მეფეს, მოაბის მეფეს, ყამონელთა მეფეს, ცორის მეფეს და ციდონის მეფეს იმ მოციქულთა ხელით, რომლებიც იერუსალიმში მოვიდნენ იუდას მეფე ცედეკიასთან.
4
და უბრძანე მათ უთხრან თავიანთ ბატონებს: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა: უთხარით-თქო თქვენს ბატონებს:
5
მე შევქმენი ეს ქვეყანა და ადამიანი და პირუტყვი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, ჩემი დიდი ძალით და აღმართული მკლავით, და მივეცი მათ, ვინც ღირსად ჩავთვალე.
6
და ახლა ყველა ეს ქვეყნები მე მივეცი ჩემს მსახურს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს, და თვით ველის ნადირთაც მას ვაბარებ რათა ემსახურონ.
7
და ყველა ხალხები დაემორჩილებიან მას და მის ძეებს და მის ძეთა ძეთ; სანამ დაუდგება მის ქვეყანასა და მას ჟამი უფლის რისხვისა, მანამ მორჩილებაში ეყოლება მას მრავალრიცხოვანი ხალხები და დიდი მეფენი.
8
და თუ რომელიმე ხალხი ან სამეფო უარს ეტყვის მორჩილებაზე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს და ქედს ასწევს მისი უღლიდან, მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დავსჯი იმ ხალხსა და სამეფოს, – ამბობს უფალი, – ვიდრე არ მოვსპობ მათ მისი ხელით.
9
და თქვენ ნუ მოუსმენთ თქვენს წინასწარმეტყველთ და თქვენს მისნებს, და თქვენს მესიზმრეებს და თქვენს მკითხავებს და თქვენს გრძნეულებს, რომლებიც გეუბნებიან: არ ემსახუროთო ბაბილონის მეფეს.
10
რადგან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ ისინი, რათა მოგაშორონ თქვენი მიწიდან, და მე გაგაძეოთ და დაიღუპოთ.
11
ხოლო, იმ ხალხს, რომელიც ქედს მოუხრის ბაბილონის მეფის უღელს და დაემორჩილება, დავტოვებ თავის მიწაზე, – ამბობს უფალი, – და დაამუშავებენ მას და იცხოვრებენ იქ.
12
ცედეკიას, იუდას მეფეს, ვუთხარი იგივე სიტყვები, რომ მოუხარეთ-მეთქი ქედი ბაბილონის მეფის უღელს, დაემორჩილეთ მას და მის ხალხს, და ცოცხალი გადარჩებით-მეთქი.
13
რისთვის უნდა მოისრათ შენ და შენი ერი მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით, როგორც დაემუქრა უფალი იმ ხალხს, რომელიც არ დაემორჩილიება ბაბილონის მეფეს?
14
ნუ მოუსმენთ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც ასე გეუბნებიან: არ ემსახუროთო ბაბილონის მეფეს! სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ისინი,
15
რადგან მე არ გამომიგზავნია ისინი, – ამბობს უფალი, – სიცრუეს წინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით, რათა განგდევნოთ მე და დაიღუპოთ თქვენს წინასწარმეტველებთან ერთად.
16
მღვდლებსა და მთელ ამ ხალხს ველაპარაკე და ვუთხარი: ასე ამბობს-მეთქი უფალი: ნუ დაიჯერებთ თქვენს წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომ გიქადაგებენ: აჰა, სადაც არის დაბრუნდებაო ბაბილონიდან უფლის ტაძრის ჭურჭელი; რადგან სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ისინი.
17
ნუ დაუჯერებთ მათ, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და ცოცხლები გადრჩებით. რატომ უნდა აოხრდეს ეს ქალაქი?
18
თუ წინასწარმეტყველნი არიან ისინი და თუ უფლის სიტყვა არის მათ შორის, შეევედრონ ცაბაოთ უფალს, რომ უფლის სახლში, იუდას მეფის სახლსა და იერუსალიმში დარჩენილი ჭურჭელიც არ წავიდეს ბაბილონში.
19
რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი სვეტებზე, ბრინჯაოს ზღვაზე, კვარცხლბეკებსა და ამ ქალაქში დარჩენილ სხვა ჭურჭელზე,
20
რაც არ წაუღია ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, როცა იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა იუდას მეფე იექონია, იეჰოიაკიმის ძე, იუდეისა და იერუსალიმის მთავრებთან ერთად.
21
რადგან ასე თქვა ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა, უფლის სახლში, იუდას მეფის სასახლესა და იერუსალიმში დარჩენილ ჭურჭელზე:
22
ბაბილონში გავზიდავ მას, და იქ დარჩება ის, ვიდრე არ ვიზრუნებ მასზე, – ამბობს უფალი, – და არ გამოვატანინებ და არ დავაბრუნებინებ ამ ადგილზე.
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 28 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52