bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 32
Jeremiah 32
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 31
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 33 →
1
და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ იუდას მეფის, ცედეკიას მეფობის მეათე წელს. ეს იყო ნაბუქოდონოსორის მეფობის მეთვრამეტე წელი.
2
მაშინ ალყაში მოიქცია ბაბილონის მეფის ლაშქარმა იერუსალიმი და იერემია წინასწარმეტყველი დაპატიმრებული იყო იუდას მეფის სასახლის ყარაულთა ეზოში.
3
იუდას მეფე ცედეკიამ დააპატიმრა იგი და უთხრა: რატომ წინასწარმეტყველებ ასე და ამბობ, რომ უფალმა თქვა: აჰა, მე ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს ვაძლევო ხელთ და ის დაიპყრობსო მას.
4
და იუდას მეფე, ცედეკია, თავს ვერ დააღწევსო ქალდეველთაგან, რადგან გადაეცემაო ბაბილონის მეფის ხელთ და პირისპირ ილაპარაკებსო მასთან, და საკუთარი თვალით შეხედავენო ერთმანეთს.
5
ბაბილონში წაიყვანსო ის ცედეკიას და იქნება იქ, სანამ არ გავიხსენებო მას, – ამბობს უფალი, – თუ შეებრძოლებით ქალდეველებს, წარმატებას ვერ მიაღწევთო.
6
და თქვა იერემიამ: იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ:
7
აჰა, ხანამელი, შენი ბიძის, შალუმის, ძე, მოდის შენთან რათა გითხრას: იყიდე ჩემი მინდორი, ყანათოთში რომ მიჭირავს, რადგან გამოსყიდვის უფლებით შენ გეკუთვნის მისი დამკვიდრება.
8
და მართლაც, უფლის სიტყვისამებრ მოვიდა ჩემთან საპყრობილის ეზოში ხანამელი, ძე ჩემი ბიძისა, და მითხრა: იყიდე ჩემი მინდორი, რომელიც ყანათოთში მიჭირავს, ბენიამინის მიწაზე, რადგან მემკვიდრეობის უფლებაც შენა გაქვს და გამოსყიდვისაც. იყიდე შენთვის. და მე მივხვდი, რომ ეს უფლის ბრძანება იყო.
9
და მე ვიყიდე მინდორი ჩემი ბიძაშვილის, ხანამელისაგან, ყანათოთში, და მივუწონე მას ფულად – 17 შეკელი ვერცხლი.
10
და ჩავწერე სიგელში, დავბეჭდე, დავისწარი მოწმეები და ვერცხლი ავწონე სასწორზე.
11
ავიღე ნასყიდობის სიგელი, წესითა და რიგით ბეჭედდასმული და მისი ბეჭედდაუსმელი პირი.
12
და მივეცი ნასყიდობის სიგელი ბარუქს, ნერიას ძეს, მახსეიას ძის ძეს, ჩემი ბიძის ძის, ხანამელის, თვალწინ, ყველა მოწმის თვალწინ, რომელთაც ხელი მოაწერეს სიგელზე, ყველა იუდაელის თვალწინ, რომელნიც ყარაულთა ეზოში ისხდნენ.
13
და ასე ვუბრძანე ბარუქს მათი თანდასწრებით:
14
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აიღე ეს დაწერილები და ეს ბეჭედდასმული და ეს ბეჭედდაუსმელი ნასყიდობის სიგელები და ჩადე ისინი თიხის ჭურჭელში, რათა დიდხანს ინახებოდეს.
15
რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: კიდევ იყიდიან სახლებს და მინდვრებს და ვენახებს ამ ქვეყანაში!
16
და მას შემდეგ, რაც ნასყიდობის სიგელი მივეცი ბარუქ ნერიას ძეს, ასე შევევედრე უფალს:
17
ო, უფალო ღმერთო! აჰა, შენ შეჰქმენი ცა და დედამიწა შენი დიდი ძალითა და შენი აღმართული მკლავით; არაფერია შენთვის შეუძლებელი!
18
წყალობასა იქმ ათასებზე და მამების ურჯულოებას მათ ძეთა წიაღში მიუზღავ მათ შემდეგ; შენ, დიდო და ძლიერო ღმერთო, რომლის სახელიც ცაბაოთ უფალია.
19
სიტყვაგზიანო და მძლესაქმიანო, თვალს რომ არ აცილებ ადამის ძეთა ყოველ გზას, რათა მიუზღო თითოეულს თავისი გზისამებრ, მათ მოქმედებათა ნაყოფისამებრ;
20
რომელმაც მოიმოქმედე ნიშები და სასწაულები ეგვიპტის ქვეყანაში, და დღემდე ახდენ ისრაელსა და კაცთა მოდგმაში, და შეიქმენი სახელი, როგორც დღესა გაქვს.
21
და გამოიყვანე შენი ერი, ისრაელი, ეგვიპტის ქვეყნიდან ნიშებითა და სასწაულებით, და მტკიცე ხელითა და აღმართული მკლავით და დიდი შიშის ზარით.
22
და მიეცი მათ ეს ქვეყანა, რომელიც შეჰფიცე მათ მამებს, რომ მისცემდი რძითა და თაფლით მდინარ ქვეყანას.
23
და მოვიდნენ ისინი და დაიმკვიდრეს ის, მაგრამ არ ისმინეს შენი ხმა და შენს რჯულზე არ იარეს, და ყოველივე, რისი გაკეთებაც ბრძანე, არ გააკეთეს, და შენ მოაწიე მათზე ყველა ეს უბედურება.
24
აჰა, მიწაყრილები შემოადგეს ქალაქს მის დასაპყრობად; და მახვილის, შიმშილისა და შავი ჭირისაგან ღონემიხდილი ქალაქი მის წინააღმდეგ მებრძოლ ქალდეველთა ხელში გადადის; და, რასაც ამბობდი, სრულდება და შენ ხედავ ამას.
25
შენ კი, უფალო ღმერთო, მითხარი: იყიდეო შენთვის მინდორი ვერცხლით და მოწმეები დაისწარიო; მაშინ, როცა ქალაქი ქალდეველთა ხელში გადადის.
26
და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ:
27
მე ვარ უფალი, ღმერთი ყოველი ხორციელისა; განა რაიმე არის ჩემთვის შეუძლებელი?
28
ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, მე ამ ქალაქს ხელში ჩავუგდებ ქალდეველებს და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი დაიპყრობს მას.
29
და შემოვლენ ქალდეველნი, ალყაში მოიქცევენ ამ ქალაქს, ცეცხლს მისცემენ მას და გადაბუგავენ, და სახლებს, რომლის ბანებზეც უკმევდნენ ბაყალს და საღვრელს უღვრიდნენ უცხო ღმერთებს ჩემს გასარისხებლად.
30
რადგან ისრაელის ძენი და იუდას ძენი მხოლოდ ბოროტის მოქმედნი იყვნენ ჩემს თვალში მათი სიყმაწვილიდან, რადგან ისრაელის ძენი მხოლოდ მაბოროტებდნენ მე თავიანთი ხელის ნაკეთებით, – ამბობს უფალი;
31
რადგან ჩემს რისხვას და გულისწყრომას იწვევდა ეს ქალაქი მისი აგების დღიდან დღემდე. ამიტომაც მოვიშორებ მას ჩემს თვალთაგან –
32
ისრაელის ძეთა და იუდას ძეთა ყველა ბოროტების გამო, რომელიც მათ ჩაიდინეს ჩემს გასარისხებლად, მათ, მათმა მეფეებმა, მათმა მთავრებმა, მათმა მღვდლებმა და მათმა წინასწარმეტყველებმა, იუდას კაცებმა და იერუსალიმის მკვიდრებმა.
33
მათ ზურგი მომაქციეს და არა სახე; და როცა მათ ვასწავლიდი, სისხამ დილიდან ვასწავლიდი, მაგრამ არ შეისმინეს ჩემი დარიგება.
34
და სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, დადგეს თავიანთი კერპები, რათა შეებილწათ იგი.
35
და მოაწყვეს ბაყალის საკერპო ბენ-ჰინომის ველზე, რათა გაეტარებინათ ცეცხლში თავიანთი ძენი და ასულნი მოლექის მსხვერპლად, რაც მე არ მიბრძანებია მათთვის და გულშიც არ გამივლია გამეკეთებინა ეს სისაძაგლე იუდას საცდუნებლად.
36
და ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი ამ ქალაქზე, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ: ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდებაო ის მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით, –
37
აჰა, მე შევკრებ მათ ყველა ქვეყნიდან, სადაც გავაძევე ისინი ჩემი რისხვით და ჩემი გულისწყრომით და დიდი მძვინვარებით; და დავაბრუნებ მათ ამ ადგილას და დავასახლებ მათ უსაფრთხოდ.
38
და ისინი იქნებიან ჩემი ერი და მე ვიქნები მათი ღმერთი.
39
და მივცემ მათ ერთ გულს და ერთ გზას, რათა ეშინოდეთ ჩემი ყოველთვის, მათ სასიკეთოდ და მათ ძეთა სასიკეთოდ მათ შემდეგ.
40
და დავუდებ მათ საუკუნო აღთქმას, რომ ზურგს აღარ შევაქცევ მათ, რათა სიკეთე ვუყო და მივცე მათ გულებს ჩემი შიში და აღარ განდგნენ ჩემგან.
41
გავიხარებ მათთვის სიკეთის ქმნით, და დავნერგავ მათ ამ ქვეყანაში მყარად მთელი ჩემი გულითა და მთელი ჩემი სულით,
42
რადგან ასე ამბობს უფალი: როგორც მოვუტანე ამ ხალხს ყველა დიდი უბედურება, ასევე მოვუტან მათ ყველა იმ სიკეთეს, რომელიც აღვუთქვი მათ.
43
და იყიდიან მინდვრებს ამ ქვეყანაში, რომელზეც თქვენ ამბობთ: ცარიელიაო, კაცისა და პირუტყვის ჭაჭანება არა ჩანსო, ქალდეველთ ჩაუვარდათო ხელთ.
44
მინდვრებს ვერცხლით იყიდიან და ნასყიდობის სიგელებს დაწერენ, და ბეჭდებს დაუსვამენ, და მოწმეებს დაისწრებენ ბენიამინის ქვეყანაში, იერუსალიმის შემოგარენსა და იუდას ქალაქებში, მთის ქალაქებში და ბარის ქალაქებში, და სამხრეთის ქალაქებში, რადგან დავაბრუნებ მათ ტყვეობიდან, – ამბობს უფალი.
← Chapter 31
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 33 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52