bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 22
Jeremiah 22
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 23 →
1
ასე თქვა უფალმა: ჩადი იუდას მეფის სახლში, ჩაიტანე იქ ეს სიტყვა
2
და თქვი: ისმინეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფევ, დავითის ტახტზე რომ ზიხარ, შენ და შენმა მსახურებმა და ამ კარიბჭეებით მავალმა შენმა ხალხმა!
3
ასე ამბობს-თქო უფალი: ქმენით სამართალი და სიმართლე; დაიხსენით უპოვარი მოძალადის ხელიდან; მწირსა და ქვრივ-ობოლს ნუ მოატყუებთ, ნუ გაძარცვავთ და უდანაშაულო სისხლს ნუ დაღვრით ამ ადგილას.
4
თუ შეასრულებთ ამ სიტყვას, მაშინ შემოვლენ ამ სასახლის კარიბჭეებში დავითის ტახტზე მსხდომი მეფენი, ამხედრებულნი ეტლებსა და ცხენებზე, და შემოვლენ მათი მსახურნი და მათი ხალხი.
5
და თუ არ გაიგონებთ ამ სიტყვებს, ჩემს თავს ვიფიცავ, – ამბობს უფალი, – რომ ნანგრევებად იქცევა ეს სასახლე.
6
რადგან ასე ამბობს უფალი იუდას მეფის სახლზე: თუმცა გალაადი ხარ შენ ჩემთვის, ლიბანის მწვერვალი ხარ, მაგრამ მაინც უდაბნოდ გაქცევ და უკაცრიელ ქალაქად.
7
და მოგისევ შემმუსვრელთ, ნაჯახებით ხელში, და გაჩეხავენ ისინი შენს რჩეულ კედრებს და ცეცხლში ჩაყრიან.
8
და გადაივლიან მრავალი წარმართნი ამ ქალაქზე და ეტყვიან ერთმანეთს: რატომ მოექცაო უფალი ასე ამ დიდებულ ქალაქს?
9
და უპასუხებენ: იმის გამო, რომ მიატოვეს უფლის, თავიანთი ღმერთის, აღთქმა და სხვა ღმერთებს სცემდნენ თაყვანს და მათ ემსახურებოდნენო.
10
ნუ სტირით მკვდარს და ნუ იგლოვთ მას, იტირეთ ტირილით მიმავალი, რადგან არასოდეს დაბრუნდება ის, და ვეღარ იხილავს მშობელ ქვეყანას.
11
რადგან ასე ამბობს უფალი შალუმზე, იუდას მეფის, იოშიას ძეზე, ვინც თავისი მამის, იოშიას შემდგომ მეფობდა და ვინც გავიდა აქედან და აღარ დაბრუნდება აქ,
12
რადგან იქ მოკვდება, სადაც დაასახლეს, და ამ ქვეყანას ვეღარ იხილავს.
13
ვაი მას, ვინც უსამართლობით იშენებს სახლს და უკანონობით – პალატებს! თავის მოძმეს მუქთად ამუშავებს და გასამრჯელოს არ აძლევს;
14
ვინც ამბობს: ავიშენებ ფართო სახლს და ვრცელ დარბაზებსო, – სარკმლებს ატანს, კედრით აპირკეთებს და ჟღალისფრად ღებავს.
15
იმად ხომ არ მეფობ, რომ კედარზე გაგიჟდე? განა მამაშენი არ ჭამდა და არ სვამდა? მაგრამ სამართალსა და სიმართლეს იქმოდა და ამიტომაც ჰქონდა სიკეთე;
16
მდაბალსა და დავრდომილს განიკითხავდა, და სიკეთე არ აკლდა, განა ეს არ არის, რომ მან სწორად შემიცნო? – ამბობს უფალი.
17
შენი თვალ-გული კი მხოლოდ ანგარებას ეძებს, უდანაშაულო სისხლისღვრას, ძარცვა-გლეჯასა და ძალადობას.
18
ამიტომ ასე ამბობს უფალი იეჰოიაკიმზე, იუდას მეფის, იოშიას, ძეზე: არ დაიტირებენ მას: „ვაი, ძმაო ჩემოო!“ და: „ვაი, დაო ჩემოო!“ „ვაი, ხელმწიფეო!“ და: „ვაი, დიდებულო მბრძანებელოო!“
19
დამარხავენ, როგორც ვირს მარხავენ, გაათრევენ და იერუსალიმის კარიბჭეთა მიღმა დააგდებენ.
20
ადი ლიბანზე და კივილი მორთე, ბაშანამდე უწიე შენი ხმა და ყაბარიმიდან იყვირე, რადგან დაილეწა ყველა შენი მეგობარი.
21
მე გელაპარაკებოდი შენი ბედნიერების ჟამს, მაგრამ შენ ამბობდი: არ მოვისმენო! ასეთი იყო შენი გზა შენი სიყმაწვილიდან, რომ არ უსმენდი ჩემს ხმას.
22
ყველა შენს მწყემსს ქარი წაიღებს, და შენს მეგობრებს ტყვეებად გაირეკავენ. მაშინ კი შერცხვები და შეურაცხ-იქმნები ყველა შენი ბოროტების გამო.
23
ლიბანის მკვიდრო, კედრებში დაბუდებულო, რა სანახავი იქნები, როდესაც გეწევა ტანჯვა, როგორც მშობიარის ტკივილები.
24
თავს ვფიცავ, – ამბობს უფალი, – რომ შენ, ქონია იეჰოიაკიმის ძევ, იუდას მეფევ, ბეჭედიც რომ იყო ჩემი მარჯვენა ხელისა, თუ არ წაგიძრო
25
და არ მიგცე შენი სულის მაძიებელთა ხელთ, და მათ ხელთ, რომელთა წინაშეც ძრწი – ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, ხელთ და ქალდეველთა ხელთ.
26
და გაგაძევებთ შენ და დედაშენს სხვა ქვეყანაში, სადაც არ შობილხართ, და იქ დაიხოცებით;
27
ხოლო იმ ქვეყანაში, საითკენაც დაბრუნებას გაუწევთ გული, ვეღარ დაბრუნდებიან ისინი.
28
ნუთუ მართლაც უღირსი ქმნილებაა, განკიცხულია ეს ქონია? თუ უსარგებლო ჭურჭელი? რატომ არიან გადაყრილნი ის და მისი თესლი და იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობდნენ?
29
ქვეყანავ, ქვეყანავ, ქვეყანავ! ისმინე უფლის სიტყვა.
30
ასე ამბობს უფალი: ჩაწერეთ ეს კაცი, როგორც უმემკვიდრო, რომელმაც ვერ გაიხარა თავის დღეში: რადგან ვერ გაიხარებს მისი მემკვიდრე, ვერ დაჯდება დავითის ტახტზე, რომ იმეფოს იუდაზე.
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52